გიორგი ცინცაძის 9 წუთი და 0 ქულა "ლე მანთან"

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ფრანგულმა "რუანმა", რომლის ღირსებასაც ქართველი უკანახაზელი გიორგი ცინცაძე იცავს. მიუხედავად კარგი თამაშისა, რუანელები დამარცხდნენ - მათი მეტოქე მეორე ადგილზე მყოფი "ლე მანი" გახლდათ, ხოლო ცინცაძის გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა და, დიდი ალბათობით, უმაღლესიდან ქვედა ლიგაში გავარდება.

კარგი თამაში იმაში გამოიხატება, რომ აუტსაიდერმა რუანელებმა სტუმრად ერთ-ერთ ლიდერთან მხოლოდ 1 ქულით - 81:82 წააგეს. პირველი ტაიმი ცინცაძის გუნდმა 13 ქულით წააგო, თუმცა მესამე პერიოდის ბოლოსთვის ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა. რუანელებს მოსაგებად დრო აღარ ეყოთ და, საბოლოოდ, შეხვედრა
ბრძოლაში დათმეს.

ქართველმა ლეგიონერმა ამ მატჩში ეპიზოდური როლი შეასრულა. ცინცაძე მოედანზე 9 წუთით გამოჩნდა და შეხვედრა უქულოდ, ერთადერთი შედეგიანი გადაცემით დატოვა. ცინცაძემ თითოჯერ შეუტია შორი და საშუალო დისტანციებიდან, თუმცა - არაზუსტად. რუანელთაგან 22 ქულით გერშონ იუბუსელე გამოირჩა, ხოლო 21 ქულა ჟან-მიშელ მიპოკამ მიითვალა.

რეგულარული ჩემპიონატი 34 ტურისგან შედგება, "რუანს" კი 5 მოგების წილ 24 მარცხი გააჩნია. დარჩენილ 5 მატჩში ცინცაძის გუნდს მის წინ მყოფ "ნანსისთან" 4 ქულა აქვს გასაბათილებელი, უმაღლესი ლიგიდან გავარდნას რომ თავი აარიდოს. მომდევნო მატჩი რუანელებს 2 დღეში, 19 აპრილს ელით - შინაურ "კინდარენაზე" "ლიმოჟს" უმასპინძლებენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეჰ-რა ჭირს?მთელი წელია და ჯერ ერთხელაც ვერ წავიკითხე,რომ ეთამაშა სათანადო დონეზე(((..ასწორებს საფრანგეთი?(((ამის იმედზე როგორ უნდა იყოს ნაკრები?((
zaza
13:08 17-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული