მანუჩარ მარკოიშვილის 9 ქულა და მარცხი "ბეშიქთაშთან"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელიც სტამბოლის "დარუშაფაკას" ღირსებას იცავს, თურქეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში მარცხი განიცადა.

ქართველი უკანახაზელის გუნდმა სტამბოლურ დერბიში "ბეშიქთაშთან" 74:80 წააგო.

დარუშაფაკელებმა პირველი მეოთხედი 22:17 მოიგეს, თუმცა შემდეგ ყველა მომდევნო პერიოდი დათმეს და წასაგებად გაიწირნენ. ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21:14 წუთი გაატარა. მანუჩარმა 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა. ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე მთლიანობაში 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. მანუჩარზე მეტი დარუშაფაკელთაგან მხოლოდ ლიუკ ჰარანგოდიმ მიითვალა, რომლის მონაგარმაც 16-ს
უწია.

17 მოგებისა და 9 წაგების მქონე "დარუშაფაკა" ცხრილში მე-4 ადგილს ინარჩუნებს. მომდევნო მატჩი მარკოიშვილის გუნდს 24 აპრილს, შინ "ტურკ ტელეკომთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული