როგორც იქნა, გამარჯვება მოიპოვა
გიორგი ცინცაძის გუნდმა, თანაც - სტუმრად. საფრანგეთის უმაღლესი ლიგის მორიგ, 31-ე ტურში "რუანი" სტუმრად შეხვდა ცხრილით მასზე 2 საფეხურით მაღლა მყოფ "შოლეს" და დაძაბულ ბრძოლაში - 90:87 მოუგო.
ქართველმა უკანახაზელმა 20 წუთი ითამაშა. ცინცაძემ ორჯერ შეუტია მეტოქის ფარს, რომელთაგან ორქულიანი ჩააგდო, სამიანი კი ააცილა. ცინცაძემ 2 ქულასთან ერთად 2 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. საუკეთესო კი გერშონ იაბუსელე გახლდათ 27 ქულითა და 11 მოხსნით.
რუანელებს 6 მოგების წილ 25 მარცხი აქვთ, ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან
და მათ წინ მყოფ "ნანსის" 3 ქულით ჩამორჩებიან, რისი აღმოფხვრაც დარჩენილ 3 ტურში თითქმის შეუძლებელია. მომდევნო ტურში, 26 აპრილს, ცინცაძის გუნდი სტუმრად "ნანტერს" შეხვდება.
gbf.ge