3 მოგებამდე მიმდინარე სერიის პირველ საშინაო მატჩში გამარჯვების შემდეგ ლაკორუნიელებმა "ბრეგანთან" საკუთარ მოედანზე ჩატარებული მეორე შეხვედრა 85:90 დათმეს.
პირველ მატჩში ბურჯანაძე საუკეთესო იყო, დღევანდელ შეხვედრაშიც არ უთამაშია ურიგოდ, თუმცა გამარჯვებამდე მისვლა ვერ მოახერხა.
მოედანზე გატარებულ 28 წუთში ბექამ 17 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 3 ორქულიანი და 5-დან 1 სამიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი შეუცდომლად ესროლა: 8-დან ყველა ჩააგდო.
სერიაში
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით