ბოლო ტურში ვილიმ კანარიელთა მაისურით სასტარტო ხუთეულში ითამაშა და "რეალ კანოეს" ძლევაში დიდი წვლილი შეიტანა - 24 წუთში 12 ქულა (8-დან 4 სამქულიანი), 8 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ვილის გუნდმა კი მეტოქე 65:59 დაამარცხა.
"გრან კანარია" ება ლიგის "ბ" ჯგუფში მე-8 ადგილზეა. ვილის თავდაპირველად საპლეიოფო შანსებზე ვკითხეთ.
- პლეი ოფში
თუმცა "კანარია" ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდია და თითოეული მოთამაშის გამოცდილებას ვაგროვებთ. მხოლოდ ერთი ვეტერანი გვყავს - ბერნი ფერნანდესი, რომელსაც უმაღლეს ლიგაშიც მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები.
- მხოლოდ "გრან კანარიას" ება ლიგის გუნდთან ერთად ვარჯიშობ?
- სეზონის დასაწყისში მთავარ გუნდშიც დამიძახეს და რამდენიმე საკონტროლო მატჩი ჩავატარე, თუმცა მას მერე, რაც სწავლა დამეწყო, მხოლოდ ება-ს გუნდში ვარ. მწვრთნელმა მითხრა, ჩვენთან, პირველ გუნდშიც ივარჯიშე და მეორეშიცო, მაგრამ სწორედ ამ წელს ვამთავრებ სკოლას, სწავლის გაგრძელებას უნივერსიტეტში ვაპირებ და ერთდროულად ორ გუნდში ვარჯიშს ვერ შევძლებდი.
- სკოლა დაამთავრე?
- სწავლა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ გამოცდებს უკვე ვაბარებ. ყველაფერი ნორმალურადაა და ჩემი ნიშნები საუნივერსიტეტო გამოცდებისასაც გამომადგება.
- უმაღლეს სასწავლებელში სიარულის პარალელურად კალათბურთის თამაშს მოასწრებ?
- არის საშუალება შინიდან გაუსვლელად, ონლაინრეჟიმში სწავლისა. ჩემი თანაგუნდელი სწორედ ასე სწავლობს და ორივეს კარგად ასწრებს. არც მე მექნება პრობლემა.
- "გრან კანარიასთან" რა ვადიანი კონტრაქტი გაქვს?
- რომ ჩამოვედი, 2+2 სისტემის ხელშეკრულება გავაფორმე. ორი წელია აქ ვარ. დღეს წინასწარ ლაპარაკი რთულია, თუმცა, სავარაუდოდ, მომდევნო სეზონშიც დავრჩები.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"