სიაში მოხვდა (მე-10 ნომრად) ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელიც 2002 წლის დრაფტზე "დენვერმა" მე-5 ნომრად აიყვანა.
"7 ფუტის სიმაღლის ევროპელი ფორვარდი. "დენვერ ნაგიტსში" ეგონათ, რომ ახალი დირკ ნოვიცკი ჩაიგდეს ხელში 2002 წლის დრაფტის მეხუთე ნომრად.
სინამდვილეში კი მათ აიყვანეს კალათბურთელი, რომელიც ლიგას უკვე 2006 წელს დაემშვიდობა. ცქიტიშვილი თამაშში საშუალოდ 2,9 ქულას აგდებდა, სანამ NBA-ში ირიცხებოდა", - ვკითხულობთ საიტზე.