მანუჩარ მარკოიშვილმა "ეფესს" 8 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
დასრულდა თურქეთის უმაღლესი ლიგის რეგულარული ჩემპიონატი.

ბოლო, 30-ე ტურში მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკა" სტუმრად თანაქალაქელ "ეფესს" შეხვდა და 71:90 დამარცხდა.

ქართველმა უკანახაზელმა 20:55 წუთი ითამაშა და 8 ქულით, 1 მოხსნით და 1 ჩაჭრით დაასრულა.

მარკოიშვილმა 3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

დარუშაფაკელთაგან 15 ქულით ბომბარდირი ემირ პრზდელიჩი გახდა. ეფესელთა საუკეთესო ჯეისონ გრეინჯერს 19 ქულა დაუგროვდა.

20 მოგებითა და 10 მარცხით "დარუშაფაკა" მე-4 ადგილზე გავიდა და პლეი ოფში მეხუთეზე გასულ "ბანვითს" შეხვდება. პირველ ადგილზე "ეფესი" გავიდა, ხოლო
მეორეზე - "ფენერბაჰჩე".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული