ბექა ბურჯანაძის 15 ქულა და მარცხი "მელილამთან"

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის "ლეიმა ბასკეტ კორუნამ" ესპანეთის მეორე ლიგის პლეი ოფის ფინალში გასვლის შანსი გაანიავა.

უმაღლესი ლიგის საგზურისთვის მიმდინარე ბრძოლაში ბურჯანაძის გუნდმა ნახევარფინალურ სერიაში ლიდერობა (2:1) მოიპოვა და ფინალს 1 მოგებით მიუახლოვდა.

"ლეიმა ბასკეტი" სერიის მე-4 მატჩს ლა კორუნიაში მასპინძლობდა და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში გადიოდა, თუმცა მეტოქე "მელილამ", რომელმაც რეგულარული მეორე ადგილზე დაასრულა, 81:61 იმარჯვა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

ბურჯანაძე 15 ქულით ლაკორუნიელთა გუნდის ბომბარდირი გახდა. ქართველმა ფორვარდმა 9-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. 15 ქულასთან ერთად
ბურჯანაძემ 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთიც ერთხელ დაკარგა.

სერია გათანაბრდა - 2:2. გადამწყვეტ მატჩს 17 მაისს "მელილა" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული