ბექა ბურჯანაძისთვის ესპანეთში სეზონი დასრულდა

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძისთვის სეზონი დასრულდა. ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში უმაღლესის საგზურისთვის მებრძოლ მის "კორუნა ბასკეტს" მიზნამდე 1 ნაბიჯი დააკლდა.

ლაკორუნიელებმა ნახევარფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა სტუმრად, "მელილასთან" 82:88 წააგეს და პლეი ოფიდან გამოვარდნენ.

არადა, ბურჯანაძის გუნდი აღნიშნულ სერიას 2:1 იგებდა და ფინალამდე 1 მოგება აკლდა, მაგრამ ლაკორუნიელებმა შინაურ არენაზე ვერ მოიგეს და წუხელ გასვლითი შეხვედრაც დაძაბულ ბრძოლაში წააგეს.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში გახლდათ
და მოედანზე გატარებულ 30 წუთში 14 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. ლაკორუნიელთაგან 22 ქულით საუკეთესო იყო სერხიო ოლმოსი.

უმაღლესი ლიგის საგზურისთვის ფინალურ სერიაში "მელილა" და "პენას ჰუესკა" იბრძოლებენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული