მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ" მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი მოიგო

AutoSharing Option
დიდ ბრძოლაში დაიწყო თურქეთის პლეი ოფი მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკასთვის", რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალურ მეტოქედ მეხუთეადგილოსანი "ბანვითი" შეხვდა. სერიის პირველი მატჩი წუხელ გაიმართა და 1-ქულიანი სხვაობით - 77:76 დასრულდა.

მარკოიშვილის გუნდი პირველ ტაიმში გვარიანად ჩამორჩებოდა, თუმცა მესამე პერიოდში მოახერხა თამაშის გათანაბრება და თანაბარ, დაძაბულ ბრძოლაში საბოლოოდ მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.

მარკოიშვილმა მოედანზე 21:39 წუთი გაატარა და 3 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა უკანახაზელმა 2 ცდიდან 1 სამიანი მიითვალა, 1 ორქულიანი კი ააცილა. 23
ქულით გამარჯვებულებს ამერიკელმა ლიუკ ჰარანგოდიმ ულიდერა.

სერიის მერე შეხვედრა "ბანვითის" მოედანზე 19 მაისს გაიმართება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული