მანუჩარ მარკოიშვილის 12 ქულა და გამარჯვება "ბანვითთან"

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკა" თურქეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

დარუშაფაკელებმა მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი სტუმრად მოუგეს "ბანვითს" და საერთო ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს.

პირველი მატჩი 17 მაისს გაიმართა და მარკოიშვილის გუნდს დიდი ძალისხმევა დასჭირდა მის მოსაგებად - 77:76. მეორე შეხვედრა დარუშაფაკელებმა სტუმრად შედარებით იოლად - 86:73 იმარჯვეს, რაშიც ქართველი უკანახაზელის წილი სოლიდურია.

მანუჩარმა 24:50 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მარკოიშვილმა თითო ორქულიანი და საჯარიმო ზუსტად შეასრულა, ხოლო 6 სამქულიანიდან 3 ჩააგდო. დარუშაფაკელებს 29 ქულით სკოტი
ვილბეკინმა ულიდერა, ლიუკ ჰარანგოდიმ 13 ქულა მიითვალა.

"დარუშაფაკას" მეტოქე ნახევარფინალში რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული "ეფესი" იქნება. ნახევარფინალური სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული