მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკა" "ეფესს" სერიაში 0:2 ჩამორჩა

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკა" 0:2 ჩამორჩა "ეფესს".

საწყისი ორი მატჩი ეფესელთა მოედანზე გაიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა. მეორე შეხვედრა გუშინ ჩატარდა და "დარუშაფაკამ" 73:88 დათმო.

მარკოიშვილმა სულ 6 წუთი ითამაშა და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მატჩი 3 ქულით, 1 მოხსნითა და 2 პასით დაასრულა.

სერიის მესამე შეხვედრა 28 მაისს, "დარუშაფაკას" მოედანზე გაიმართება. სერია სამ მოგებამდეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული