თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატის 1/2-ფინალში "ბარსელონასთან" 8 წუთი ითამაშა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატში პირველი ნახევარფინალური შეხვედრა ჩაატარა.

ეს გახლავთ ისტორიული მნიშვნელობის ფაქტი. აქამდე ესპანეთის პირველობის 1/2- ფინალში ერთ ქართველსაც არ უთამაშია. თორნიკეს "ბასკონია" "ბარსელონას" ესტუმრა და 68:73 დამარცხდა.

ქართველმა ფორვარდმა 8 წუთი ითამაშა, მატჩი 2 ქულითა და 1 მოხსნით დაასრულა. 15 ქულით მატჩის ბომბარდირი ბასკონიელი მაიკ ჯეიმსი გახდა. შეგახსენებთ, რომ მას კალათბურთის ფედერაცია საქართველოს ნაკრებში თამაშს სთავაზობს.

ნახევარფინალურ სერიაში ანგარიშია 2:0, "ბარსას" სასარგებლოდ. სერია 3 მოგებამდეა. მომდევნო მატჩი ვიტორიაში 8 ივნისს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული