ცნობილი რუსი კომენტატორი: ზაზა ფაჩულია ცუდი ცენტრია ნებისმიერი გუნდისთვის

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას ტრანსფერმა "გოლდენ სტეიტ უორიორსში" დიდი რეზონანსი გამოიწვია როგორც საქართველოში, ისე ამერიკაში.

- ზაზა ფაჩულიას ხელფასმა "გოლდენ სტეიტში" NBA-ს ბოსები აღაშფოთა
- ფაჩულია "გოლდენ სტეიტში" - რატომ არჩია ზაზამ ფულს საჩემპიონო პერსპექტივა

ცნობილი რუსი კომენტატორი ვლადიმირ გომელსკი ორიგინალურობას იჩენს, ზაზა ფაჩულიასა და მის ტრანსფერზე სკეპტიკურად ლაპარაკობს. მან ინტერვიუ მისცა გამოცემა "ჩემპიონატს", სადაც მთლიანად "გოლდენ სტეიტზე" მსჯელობს.

ცალკე თავი ზაზაზეა. აი, შეკითხვა:

- ბატონო ვლადიმირ, თვლით, რომ ფაჩულია იდეალური ცენტრია კარი-ტომპსონი-დურანტი-გრინისთვის?
- ფაჩულია ცუდი ცენტრია ნებისმიერი გუნდისთვის. მისი პიროვნებისადმი დიდი
პატივისცემის მიუხედავად, ქართველის ტექნიკური მონაცემები არ შეესაბამება NBA-ს ცენტრის დონეს. იგი ძალიან ცუდია შეტევაში. კაცის მოტყუებაც უჭირს, არც სტაბილურად სტყორცნის სამი მეტრის დისტანციიდან. ის, უბრალოდ,  ფიზიკურადაა დიდი და სამწამიან ზონაში ჭიდაობს.

ჩემი ნება რომ იყოს, ფაჩულიას NBA-ს ცენტრების ოცდაათეულშიც არ შევიყვანდი.

ვლადიმირ გომელსკის სიტყვების წაკითხვისას ნებისმიერ ქართველს გაუჩნდება შეგრძნება, რომ იგი ღვარძლით ლაპარაკობს. ეგებ, ტიმოფეი მოზგოვი ემეტებოდა "გოლდენ სტეიტისთვის"? აუცილებლად უნდა ვკითხოთ: მოზგოვი თუ ფაჩულია? თუმცა, ვინც NBA-ს მატჩებსა და ზაზა-ტიმოფეის დაპირისპირებებს ადევნებს თვალს, დაგვეთანხმება, რომ ქართველთან რუს ცენტრს ბევრი არაფერი გამოსდის. იქნებ სწორედ ეს აბრაზებს ბატონ გომელსკის?

ერთი შეკითხვაც და დავამთავროთ: ფაჩულია ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 13 წელია თამაშობს. რუსმა კომენტატორმა უკეთ იცის, ფაჩულია სასტარტოში უნდა იყოს თუ "მილუოკის", "ატლანტას", "დალასის" მწვრთნელებმა?

ზაზა არც "ატლანტაში" აუყვანიათ სასტარტოდ, არც "მილუოკიში" და არც "დალასში", მაგრამ თავისი შრომით სამივე გუნდში პირველივე სეზონში ჩაჯდა ძირითადში. იმიტომ, რომ გუნდისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია და არა მხოლოდ "ჭიდაობით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 34 /
https://www.youtube.com/watch?v=ohALGr2H0Po
https://www.youtube.com/watch?v=AMT6WmGf80I

უყურეთ ამ ჰაილაითებს და დასკვნები თავად გამოიტანეთ, ამ ჰაილაითებში ასახულ შესრულებათა ნაწილს, ზაზა არც კი შებედავს. ესეც არის რეალობა
მეჭვოფი
16:55 15-07-2016
0
ზაზა როგორც პიროვნულად ისე პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანია, მაგრამ ის რადაც ჩვენ ვსახავთ, ძალიან გადამეტებულია. მთლიანობაში ზაზა საშუალოზე დაბალი დონის ცენტრია ნბა-ს მასშტაბით. წინა სეზონი საუკეთესო იყო მის კარიერაში, მაგრამ იმავე წინა სეზონში მნიშვნელოვანი ჩავარდნები ჰქონდა. ისე კი ობიექტურად თუ მივუდგებით საკითხს, მოზგოვი ტაქტიკურ-ტექნიკურად ზაზაზე ძლიერი ცენტრია
მეჭვოფი
16:50 15-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული