გამოცემის აზრით, ყველაზე დიდ შედეგს სწორედ ზაზას ეს გადასვლა მოახდენს:
"დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონმა "გოლდენ სტეიტმა" შეიძინა ცენტრი იმ ფასად, რა ფასადაც "ბრუკლინმა" ვინმე ჯასტინ ჰემილტონი აიყვანა.
მართალია, ზაზა ფაჩულია არ არის "ოლ სტარის" კალიბრის კალათბურთელი, მაგრამ ის "დიდ ბიჭებში" ერთ-ერთი საუკეთესო მეპასეა, რაც დიდებულად შეეფერება "გოლდენ სტეიტის" სათამაშო სტილს".
* * *
Slate Magazine სტატიის სათაურში კითხვას სვამს: "მოუგებს თუ არა
მართლაც, "გოლდენ სტეიტის" სავარაუდო ხუთეულიდან, ზაზა ფაჩულიას გარდა, ყველამ ითამაშა "ოლ სტარში": კარიმ, ტომპსონმა, დურანტმა, გრინმა... 15-კაციან შემადგენლობაში 4 სუპერვარსკვლავი არც ერთ გუნდს არ ჰყავს.
* * *
myajc.com გაოცებულია: "ზაზა ფაჩულია სულ რაღაც 2,9 მილიონ დოლარად ითამაშებს "გოლდენ სტეიტში", მაშინ, როცა რუს ტიმოფეი მოზგოვს "ლეიკერსი" 4 წელიწადში 64 მილიონ დოლარს გადაუხდის.
* * *
isportsweb.com: "ფაჩულია კარგი დამხმარე იქნება გუნდისთვის შეტევაში. მას ეხერხება პასი, მოხსნა და სროლა. ისევე, როგორც ეს შეეძლო ბოგუტს, ანუ ბევრი შეხებისა და წვალების გარეშე.
შესაძლოა, მას არ აქვს ისეთი კარგი მონაცემები დაცვის კუთხით, როგორც NBA-ს საუკეთესო ცენტრებს აქვთ. ზაზა საშუალოდ მხოლოდ 0,3 დაფარებას და 0,8 ჩაჭრას აკეთებს. ფაჩულიას ნაკლები ათლეტიზმი ამ მხრივ პრობლემაა.
მიუხედავად ამისა, თუკი ზაზა ოფიციალურად მართლაც შეუერთდება გუნდს, დიდი ალბათობით, ის იქნება მეხუთე სტარტერი "გოლდენ სტეიტში". ზაზას ჯონსი შეცვლის ხოლმე, მაგრამ გუნდი სიტუაციის მიხედვით, ხანდახან ცენტრის გარეშეც ითამაშებს".