- მოსამზადებელი ეტაპი "გრან კანარიას" მთავარ გუნდთან შარშანაც გავიარე, თუმცა შემდეგ არჩევანის წინაშე დავდექი. მწვრთნელმა მითხრა, გუნდთან ივარჯიშე და როცა დამჭირდები, განაცხადში შეგიყვანო, თუმცა "გრან კანარიას" მთავარ გუნდთან ერთად რომ მევარჯიშა, სწავლისთვის დრო აღარ მრჩებოდა. არადა, სკოლას ვამთავრებდი და საჭირო იყო კარგად მომზადება. ამიტომ მხოლოდ მეორე გუნდთან ვვარჯიშობდი და ება-ს
- წლეულს თუ ესაუბრე მწვრთნელს "გრან კანარიას" მთავარ გუნდში დარჩენის შესახებ?
- ყველაფერი წინასასეზონო მატჩებზე იქნება დამოკიდებული. ჩემი მხრიდან, ცდას არ დავაკლებ.
- შარშანდელთან შედარებით "გრან კანარიაში" შემადგენლობა რამდენად შეიცვალა?
- ხუთი ახალი კალათბურთელი მოვიდა. მწვრთნელიც ახალია. ასე რომ, ბევრი რამაა შეცვლილი. დანარჩენს უშუალოდ თამაშები გვიჩვენებს.
- ახლახან დასრულდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 20-წლამდელთა შორის. გუნდი ჯგუფიდან გავიდა...
- ჯგუფში მთავარი ფავორიტი ჩერნოგორია იყო, რომელთანაც ძალები დავზოგეთ. შემდეგ პორტუგალიასა და მაკედონიას ვაჯობეთ. ორივე მატჩი მაღალ დონეზე ჩავატარეთ და თავიდანვე დიდი სხვაობით დავწინაურდით. პორტუგალიას ერთ პერიოდში 29:1 მოვუგეთ კიდეც.
- პლეი ოფში იყო ისლანდია...
- ისლანდიელებს კარგი გუნდი ჰყავდათ, რაც შემდეგაც გამოჩნდა - ფინალში ჩერნოგორიასთან დიდი სხვაობა აღმოფხვრეს და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანეს. დამატებით დროში უკვე ბალკანელებმა მოიგეს და პირველი ადგილიც დაიკავეს. ისლანდიასთან ვიბრძოლეთ, თუმცა ბოლომდე ძალა არ გვეყო. ზოგი ტრავმის გამო გვაკლდა, ზოგი ტრავმიანი თამაშობდა...
- საბოლოო შედეგით რამდენად კმაყოფილი ხარ?
- 1996 წელს დაბადებულთა ნაკრებმა წლეულს ყველაზე კარგი შედეგი უჩვენა - მერვე ადგილი დავიკავეთ. წინა წლებში 96-იანთა გუნდი მე-16 და 22-ე ადგილებზე გავიდა... გაისადაც ძლიერი 20-წლამდელთა ნაკრები გვეყოლება, 18-წლამდელთა ნაკრების ლიდერებს უკვე ახალგაზრდული უწევთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
წარმატებებს გისურვებთ.