როგორც აღმოჩნდა, ბერძნულმა მედიამ იჩქარა, საქმე დღესაც არაა გადაწყვეტილი.
სანიკიძის აგენტი წერს - ვიქტორის "არისში" გადასვლასთან შეთანხმება არ არის მიღწეულიო. თუმცა იგი არ აკონკრეტებს, რამდენად რეალურია ბერძნული ვარიატი, ან კიდევ რომელ ვარიანტზე მუშაობს.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ სანიკიძემ გასული სეზონი თურქულ "ტედ კოლეჯში" გაატარა. ამჟამად იგი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება.
(იბეჭდება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"