მაიკლ დიქსონი აეკ-ის რიგებში სადებიუტო მატჩშივე საუკეთესო გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ამერიკელი კალათბურთელი, მაიკლ დიქსონი თავის ახალ კლუბში ათენის აეკ-ში მივიდა და პირველივე მატჩში თავი გამოიჩინა.

ბერძნული გუნდი ამხანაგური ტურნირის ჩასატარებლად თურქეთში იმყოფება და პირველ მატჩში ადგილობრივ "თოფაშს" შეხვდა.

მატჩი დაძაბული გამოდგა და მასპინძელთა ერთქულიანი გამარჯვებით - 81:80 დასრულდა. ორივე გუნდი შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა მაიკლ დიქსონმა, რომელმაც 24 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

შემდეგი შეხვედრა ათენელებს თურქულ "ბანვითთან" 23 სექტემბერს ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კაცი ათამაშეთ მარტო, ცინცაძის გარეშე და ბევრად უკეთ ითამაშებს, ცინცაძე და ეგ ერთად ერთმანეთს ხელს უშლიან. ბუ გაცილებით უკეთ გამოიყურება ამერიკელების გარეშე, თუ არადა სულ რაღაცას მარიაჟობს, თითქოს ვიღაცას რაღაცას უმტკიცებს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს ფაქტია. დიქსონი რაღაცნაირი დათრგუნულია, როცა პარკეტზე ცინცაძეა.
bavaria
14:14 23-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული