აკაკი დვალიშვილის პირველი გამარჯვება რუსეთის სუპერლიგაში

AutoSharing Option
აკაკი დვალიშვილის "ნოვოსიბირსკმა" რუსეთის ჩემპიონატში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.

რუსეთის უმაღლეს საკალათბურთო დივიზიონად ვი-თი-ბი ლიგა ითვლება, რის შემდეგაც მოდის სუპერლიგა 1, 2 და 3. სწორედ სუპერლიგა 1-ში ასპარეზობს დვალიშვილის გუნდი, რომელმაც პირველ ტურში სურგუტის "უნივერსიტეტ იუგრას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში - 75:71 სძლია.

ქართველი ცენტრფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. დვალიშვილი თამაშში სათადარიგოებიდან ჩაერთო და მოედანზე 15 წუთი გაატარა. აკაკიმ ასპროცენტიანი სიზუსტე გამოავლინა და 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. მოპოვებულ 4 ქულას ქართველმა ლეგიონერმა 3 მოხსნა მიამატა და მისი მონაგარიც ეს გახლდათ. დვალიშვილმა
2 ჯარიმა მიიღო და ბურთიც 2-ჯერ დაკარგა.

ნოვოსიბირსკელთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო დიმიტრი მაკეევი, ხოლო ალექსანდრ მალავნიკოვმა შეხვედრა 15 ქულით დაასრულა. გუნდის სასტარტო ცენტრმა ალექსეი კურცევიჩმა, რომელიც გუნდის ერთადერთ ლეგიონერ დვალიშვილზე 1 წლით უფროსია, მოედანზე 30 წუთზე მეტი გაატარა და ორმაგი დუბლი - 10 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

მომდევნო მატჩს დვალიშვილის გუნდი ისევ შინ, 8 ოქტომბერს, მოსკოვის МБА-სთან გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული