რუსეთის უმაღლეს საკალათბურთო დივიზიონად ვი-თი-ბი ლიგა ითვლება, რის შემდეგაც მოდის სუპერლიგა 1, 2 და 3. სწორედ სუპერლიგა 1-ში ასპარეზობს დვალიშვილის გუნდი, რომელმაც პირველ ტურში სურგუტის "უნივერსიტეტ იუგრას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში - 75:71 სძლია.
ქართველი ცენტრფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. დვალიშვილი თამაშში სათადარიგოებიდან ჩაერთო და მოედანზე 15 წუთი გაატარა. აკაკიმ ასპროცენტიანი სიზუსტე გამოავლინა და 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. მოპოვებულ 4 ქულას ქართველმა ლეგიონერმა 3 მოხსნა მიამატა და მისი მონაგარიც ეს გახლდათ. დვალიშვილმა
ნოვოსიბირსკელთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო დიმიტრი მაკეევი, ხოლო ალექსანდრ მალავნიკოვმა შეხვედრა 15 ქულით დაასრულა. გუნდის სასტარტო ცენტრმა ალექსეი კურცევიჩმა, რომელიც გუნდის ერთადერთ ლეგიონერ დვალიშვილზე 1 წლით უფროსია, მოედანზე 30 წუთზე მეტი გაატარა და ორმაგი დუბლი - 10 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
მომდევნო მატჩს დვალიშვილის გუნდი ისევ შინ, 8 ოქტომბერს, მოსკოვის МБА-სთან გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით