აკაკი დვალიშვილის 10 ქულა და მესამე გამარჯვება რუსეთის სუპერლიგაში

AutoSharing Option
"ნოვოსიბირსკმა", რომლის რიგებშიც აკაკი დვალიშვილი ასპარეზობს, რუსეთის სუპერლიგა 1-ში მორიგი, ამჯერად გასვლითი გამარჯვება მოიპოვა და ამაში ქართველი ფორვარდის (აკაკი რუსეთში მხოლოდ თავდამსხმელად თამაშობს) დამსახურება სოლიდურია.

ციმბირელებმა მე-3 ტურის მატჩი რიაზანში, ანალოგიური სახელწოდების გუნდთან გამართეს და იოლი გამარჯვება მოიპოვეს - 85:63. ქართველი ლეგიონერი სათადარიგო იყო, მოედანზე გატარებულ 25 წუთში კი 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 10 ქულა მოაგროვა და ამას 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაყოლა. ქართველი ფორვარდი 3-ჯერ დაჯარიმდა, ხოლო მეტოქეებმა მასზე წესი ერთხელ დაარღვიეს.

3-დან 3 მოგებით "ნოვოსიბირსკი" მეორე ადგილზეა. შემდეგ მატჩს დვალიშვილის გუნდი 21 ოქტომბერს, სტუმრად, "სამარასთან" გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული