ათენურმა გუნდმა ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში მორიგი გამარჯვება სტუმრად, ბელგიაში მოიპოვა.
აეკ-ი "შარლერუას" ესტუმრა და "პროქსიმუს სპიროუ" 80:58 გაანადგურა. დიქსონი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. მოედანზე გატარებულ 27:07 წუთში კი 14 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მაიკლმა 4-დან 1 ორქულიანი და 6-დან 4 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ დიქსონის მოედანზე ყოფნის პერიოდში სტუმრებმა მეტოქეზე 25 ქულით მეტი ჩააგდ
აეკ-ი 2 მოგებით E ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია, მომდევნო მატჩს კი 1 ნოემბერს, შინ, სტამბოლის "ბეშიქთაშთან" გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით