"ეს ისეთი პრობლემაა, შეიძლება გუნდს ჩემპიონის ტიტულად დაუჯდეს"

AutoSharing Option
NBA-ს რეგულარული სეზონის პირველ მატჩში ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" შინ 100-129 დამარცხდა "სან ანტონიოსთან".

ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს სეზონი მარცხით დაიწყეს [VIDEO]

ამ თამაშში შედგა ზაზა ფაჩულიას დებიუტი ახალ გუნდში. სამწუხაროდ, ქართველის თამაშმა საყოველთაო კრიტიკა დაიმსახურა გამოცემებში, ბლოგებსა და საიტებზე.

ძალზე კრიტიკულია sportsblog.com-ის ჯონათან მაკკორკელი სტატიაში: "გოლდენ სტეიტის" პანიკა ცენტრის პოზიციაზე".

"გასული საღამოს საშინელი ფარქვეშა დაცვისა და მოხსნების შემდეგ უარესი ვეღარ მოხდება. ზაზა ფაჩულია ვერაფრით დაეხმარა გუნდს და მისი ქმედება ნულის ტოლი იყო ყველა იმ ფაქტორში, რომელთა დათმობამაც
გუნდის წაგება გამოიწვია.

20 წუთზე მეტში მას ჰქონდა 2 ქულა, 1 პასი, 3 მოხსნა და 3 დაკარგვა. მისი თამაში ვერაფრით შეეწია "უორიორსს". ასე სუსტად ითამაშა ზაზამ "პორტლენდთან" საგამოფენო მატჩის პირველ მეოთხედში მეისონ პლამლის წინააღმდეგ, თუმცა შემდეგ გამოასწორა თამაში.

ჩნდება კითხვა, როგორ უნდა მოევლოს ამ პრობლემას? და ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც გუნდს შესაძლოა, ჩემპიონის ტიტულად დაუჯდეს.

ზაზასთან ერთადაც კი "გოლდენ სტეიტი" ლიგის ტოპ-3 კლუბშია, მაგრამ როცა საქმე ჩემპიონობისთვის ბრძოლასთან მიდის პლეი ოფში... სადაც დაცვის თამაში სხვაა და ფაფხური სხვა, სადაც "დიდი ბიჭები" კალათს ხშირად უტევენ, როგორც ამას "კლიპერსის", "სან ანტონიოსა" და "კლივლენდის" ცენტრები აკეთებენ.

ზაზას პრობლემა ახლავე უნდა გადაწყდეს და პასუხი სათადარიგოთა სკამზე ზის - ჯავეილ მაკგი. ნიჭიერი ცენტრების წინააღმდეგ სწორედ მაკგიმ უნდა ითამაშოს მეტი. "გოლდენ სტეიტის" ცენტრებმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ პრობლემა. 48-წუთიან მონაკვეთში ზაზამ 8 წუთი უნდა ითამაშოს, ვესტმა და მაკგიმ 15-15, ვარეჟაომ და ლუნიმ - 5-5. მხოლოდ ასე თუ გავა ფონს "უორიორსი", რადგან ცხადია - ზაზა ვერ არის ენდრიუ ბოგუტის სრულფასოვანი შემცვლელი", - წერს ავტორი.

RotoWire:
"უორიორსის" პრობლემამ -ცუდი დაცვა ფარქვეშ და სუსტი პასები - უკვე გახსნის მატჩში იჩინა თავი. "სპურსმა" მოხსნებში 55:35 მოიგო. აქედან მეტოქემ 21-ჯერ მეტოქის ფარზე მოხსნა ბურთი. ყველა გუნდს ისეთი კარგი ცენტრები არ ჰყავს, როგორც "სპურსს", ამიტომ ფაჩულია შედარებით სუსტ ცენტრებთან კარგად გამოჩნდება. მაგრამ მისი დებიუტი კიდევ ერთი შეხსენება იყო პრობლემის, რომელსაც სხვა გუნდები კიდევ ბევრჯერ გამოიყენებენ ამ სეზონში".

warriorsworld.net:
"ფაჩულიას არ აქვს არც საკმარისი სისწრაფე, აჰყვეს მეტოქის მცველებს, არც საკმარისად გრძელი ხელები, რომ მეტოქის სროლების დაფარება შეძლოს.

espn.com:
"ცენტრ ზაზა ფაჩულიას თავისი პლუსები კი აქვს, მაგრამ ის ახლოსაც ვერ მოვა ენდრიუ ბოგუტთან, რომელიც "გოლდენ სტეიტში" შეცვალა. "სან ანტონიოს" ბიჭებმა იბატონეს ფარზე და ზაზა მხოლოდ სამ მოხსნას დააჯერეს".

washingtonpost.com:
"ფაჩულია აგებდა ფარიდან ასხლეტილი ბურთებისთვის ბრძოლას. ხშირად ნაადრევად ხტებოდა და ისეთ ბურთს აგებდა, რომელიც წესით, მას უნდა შეხვედროდა".

sfexaminer.com:
"ფაჩულია არ არის ცუდი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მის გუნდს აქვს ბურთი, მაგრამ ის ინჩით უფრო დაბალია, რამდენიმე წლით უფრო ხნიერია და ნაკლებად ათლეტურია, ვიდრე ბოგუტი. ფარქვეშ დაცვა "გოლდენ სტეიტის" ერთადერთი სერიოზული პრობლემაა და გუნდმა ამას მალევე უნდა უმკურნალოს, რადგან ყველა მეტოქემ იცის ამ სისუსტის შესახებ".
მკითხველის კომენტარები / 15 /
ზაზა არაა სუპერსტარი ან რაიმე მსგავსი მაგრამ მას რომ დევიდ ვესტს და მაკგის შეადარებს ადამიანი და მითუმეტეს ჟურნალისტი რავიცი ტეხავს :))))) ეხლა გოლდენს ცენტრზე ზაზაზე კაი არავინ ყავს და სან ანტონიომ ზაზა კი არა მთელი გოლდენ სტეიტი არ გაახარა თავის დურანტიანად კავაიმ,სიმონსმა და ოლდრიჯმა აწამეს :)) მაკგის ცენტრობა გამოჩნდა რომ შემოვიდა 2 წუთი და სიმონსმა ისეთი გადაატენა რომ ლამის იტირა :)))))
lol
28 ოქტომბერი 2016 14:07
0
სვანს ვეთანხმები. დავამატებ მხოლოდ იმას, რომ გოლდენ სტეიტი საჩემპიონო გუნდია და შემთხვევითი კალათბურთელი ამ გუნდში და მითუმეტეს ხუთეულში ვერ მოხვდება. ზაზა მოუმატებს და თან ძალიან მაგრად. ძალინა ჟილკიანი და რაც მთავარია სპორცმენია, ეს იქიდანაც ჩანს რომ ფულს დიდ გუნდში თამაში არჩია. მიდი ზაზა!!! შენთან ვართ და გელოდებით მთელი სიკაშკაშით
svani2
28 ოქტომბერი 2016 12:55
0
საჩემპიონო გუნდში ვერ გაქაჩავს
კახა
28 ოქტომბერი 2016 11:58
0
ღირდა კი ერთი ბეჭდის გამო(რომელსაც ან აიღებს ან არა) ამდენი ლანძღვის ატანა, თან ხელფასის ამდენად შემცირება.
sabonis
28 ოქტომბერი 2016 11:56
0
ებრძვიან ზაზას და ზოგადად ქართულ კალათბურთს! ამიტომაც კეთდება ასეთი კომენტები ზაზაზე))) კარგით რა. შეუიოარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ზაზა არის უსუსტესი რგოლი გოლდენ სტეიტში. სწორედ ამას აღნიშნავენ კალათბურთის ექსპერტები. ჩვენ უბრალოდ სუბიექტურები ვართ და ნაკლებად ვხედავთ მის სისუსტეებს.
მეჭვოფი
28 ოქტომბერი 2016 11:08
0
რატომ აკეთებენ ზაზაზე აქცენტს ეს გამოცემები გასაკვირია, როც მთლიანად გუნდი არ იყო იმ დღეს მოწოდების სიმაღლეზე. ერთი კარი ატამაშდა ბოლოს და დიუარტი ფაფხურობდა რაღაცას. დანარცენები ვერ იყვნენ მოწოდების სიმარლეზე, მათ შორის ზაზაც.
murat
28 ოქტომბერი 2016 09:57
0
ჯერ დაიწყოს სეზონი და მერე ვისაუბროთ რისი გამკეთებელია და რისი არა. ისე არც ბოგუტს ჰქონია სუპერსტატისტიკა ოდესმე გოლდენში.ნახონ გასოლის სტატისკიკა კარგად და ისე აკრიტიკონ. ოლდრიჯის და ლეონარდის დაჭერდა კიდევ სხვას ევალება და არა ზაზას.
(((((
28 ოქტომბერი 2016 09:12
0
კომენტატორებთან რა გინდათ თქვენი თვალით ვერ ხედავთ ზაზა რასაც თამაშობს?!)))
svani
28 ოქტომბერი 2016 02:40
0
ერთი თამაშიდან ნუ გამოიტანთ რა დასკვნებს.
აცალეთ ბიჭს, ნელ-ნელა მოუმატებს.
Georgian
28 ოქტომბერი 2016 01:38
0
ქართველი კომენტატორები ყველაფერში თავს იბრმავებენ სხვაგან ასე არ ხდება
ზურა
27 ოქტომბერი 2016 20:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული