ზაზა ფაჩულიას პირველი ორმაგი დუბლი "გოლდენ სტეიტში" და გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას პირველი ორმაგი დუბლი "გოლდენ სტეიტში" - სუპერვარსკვლავებით სავსე გუნდის ხუთეულში დამკვიდრებულმა ქართველმა ცენტრმა ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მეორე მატჩში თავისი პირველი ორმაგი დუბლი გაიფორმა.

ფაჩულიამ ეს ნიუ ორლეანში, "პელიკანსთან" 122:114 მოგებულ შეხვედრაში მოახერხა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფაჩულია ტრადიციულად სასტარტოში იყო და თამაში ისე შედეგიანად დაიწყო, რომ არასრულ 6 წუთში მას უკვე 8 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა მოგროვებული. სწორედ ეს დრო გაატარა ზაზამ მოედანზე პირველ პერიოდში და შემდეგ მეორეში გამოჩნდა, 2 ქულა და 3 მოხსნაც მიითვალა და პირველი ნახევარი 10
ქულითა და 9 მოხსნით დახურა.

დიდი შესვენების შემდეგ, თამაის განახლებიდან ათიოდ წამში ზაზამ მოხსნა მიითვალა და მოედანზე ყოფნის მე-12 წუთისთვის ორმაგი დუბლი შეასრულა.

ფაჩულიამ მთლიანობაში 17 წუთი ითამაშა და შეხვედრა 10 ქულით, 11 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა. მეოთხე პერიოდში ქართველი ცენტრი მოედანზე არ გამოჩენილა, თუმცა გოლდენსტეიტელებს არ გასჭირვებითა მებრძოლი მეტოქის გატეხვა და საბოლოოდ სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

"გოლდენ სტეიტში" საუკეთესო შედეგი კევინ დიურანტმა დააფიქსირა, რომელმაც 39 წუთში 30 ქულა, 17 მოხსნა, 6 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. 28 ქულა ჰქონდა კლეი ტომპსონს, ხოლო 23 - სტეფ კარის.

"ნიუ ორლეანის" ძირითად ცენტრს, ომერ ასიკს მხოლოდ 8 სათამაშო წუთი დაეთმო, რათა ფარქვეშ სივრცე და ასპარეზი გამოთავისუფლებოდა "პელიკანსის" არქიმექულე ენტონი დევისს. ამ უკანასკნელის 45 ქულამ ვერაფერი დააკლო "გოლდენ სტეიტს", რომელიც საკუთარი თვითმფრინავით დღეს გეზს ფინიქსისკენ აიღებს და ხვალ მორიგი გამარჯვების მოპოვებას "სანსთან" ეცდება.

მომზადებულია www.gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 14 /
midi zaza-ს

ხოდა, ეხა- რომელ ენაზე გაგიგია, ქართულის გარდა? (გაკმენტას კიდევ არაუშავს).
???
23 დეკემბერი 2016 16:56
0
მადლობა შესწორებისთვის უნებურად შემეშალა და კარგათ ვიცი რომ ქართულადაა ასე. აბა რომელ ენაზე გაგიგიათ გინდ " გაკმინტონ" და გინდ "გაკმინდონ" ძალიან მაინტერესებს არის ასეთი სიტყვა რომელიმე ენაზე გარდა ქართულისა? :)
???-s
30 ოქტომბერი 2016 22:14
0
midi zaza -ს

ჰოდა, ახლა გაკმიდონ ხმა, ამერიკულმა გამოცემებმა - ქართულად ასეა! ზაზას წარმატებები!
???
29 ოქტომბერი 2016 19:57
0
მალე თორნიკე შენგელია გრიგალივით შევარდება ნბა-ში და ვინძლო გახდეს ლარი ბერდის დონის თეთრკანიანი ფენომენი!
არჩილ ხოფერია
29 ოქტომბერი 2016 19:41
0
ხოდა ეხა გაკმინტონ ხმა ამერიკულმა გამოცემებმა
midi zaza
29 ოქტომბერი 2016 19:13
0
ამის მსგავსი სიტუაცია დიდხანს იყო პროფესიონალურ ბოქსში, როკი მარჩიანოს შემდეგ ზანგებს ქონდათ ოკუპირბული, ნიჭიერ თეთრკანიანებს ადრეულ ეტაპებზე წელში ამტვრევდნენ და ამით ინარჩუნებდნენ ჰეგემონიას, სანამ ძმებმა კლიჩკოებმა და კიდევ ნიჭიერმა და უძლიერესმა რუსმა მოკრივეებმა არ დაახურეს იმ დონ კინგს და მის ბანდიუგებს ის რაც საჭირო იყო! ასე იქნება კალათბურთშიც!
არჩილ ხოფერია
29 ოქტომბერი 2016 17:40
0
ნამდვილად მიდის რაღაცნაირი პირუკუ სეგრეგაცია, ნბა-ს ცენტრი აუცილბლად უნდა იყოს აფრიკული წარმოშობის ანუ ზანგი! თუ გამოჩნდა ვინმე თეთრკანიანი ზაზა მორჩა, პირველი მეოთხედის 6 წუთიანნმაჩვენებლით მწვრთნელმა იფიქრა, ამან ასე თუ გააგრძელა ორმაგ დუბლს კი არა შეიძლება 20 ზე მეტ ქულას მოუყაროს თავი და 20 მოხსნასო! ჰოდა დააჯინა სათადარიგოზე. გააცივა კაცი, კუნთები დაუჩუტა და შემართება ჩაუქრო. მწვრთნელი კი არა მთხლეა!
არჩილ ხოფერია
29 ოქტომბერი 2016 17:36
0
davit -ს ვეთანხმები. ზაზა შარშანდელ სეზონში ოლსტარზის შემდეგ ძალით ამოაგდო მწვრთნელმა ფორმიდან, მოიმიზეზა რაღაც გუნდის გადაწყობა და კაცს მაჩვენებლების რეკორდული სეზონი ჩაუშალა, გუნდი კი კინაღამ პლეი ოფის გარეშე დატოვა!
არჩილ ხოფერია
29 ოქტომბერი 2016 17:30
0
მიდი ზაზა მიდი შეუტიე
Irakli
29 ოქტომბერი 2016 13:39
0
ზაზა, მიდი მგელო!!!
Temo
29 ოქტომბერი 2016 12:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული