ფაჩულიამ ეს ნიუ ორლეანში, "პელიკანსთან" 122:114 მოგებულ შეხვედრაში მოახერხა.
ფაჩულია ტრადიციულად სასტარტოში იყო და თამაში ისე შედეგიანად დაიწყო, რომ არასრულ 6 წუთში მას უკვე 8 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა მოგროვებული. სწორედ ეს დრო გაატარა ზაზამ მოედანზე პირველ პერიოდში და შემდეგ მეორეში გამოჩნდა, 2 ქულა და 3 მოხსნაც მიითვალა და პირველი ნახევარი 10
დიდი შესვენების შემდეგ, თამაის განახლებიდან ათიოდ წამში ზაზამ მოხსნა მიითვალა და მოედანზე ყოფნის მე-12 წუთისთვის ორმაგი დუბლი შეასრულა.
ფაჩულიამ მთლიანობაში 17 წუთი ითამაშა და შეხვედრა 10 ქულით, 11 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა. მეოთხე პერიოდში ქართველი ცენტრი მოედანზე არ გამოჩენილა, თუმცა გოლდენსტეიტელებს არ გასჭირვებითა მებრძოლი მეტოქის გატეხვა და საბოლოოდ სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვეს.
"გოლდენ სტეიტში" საუკეთესო შედეგი კევინ დიურანტმა დააფიქსირა, რომელმაც 39 წუთში 30 ქულა, 17 მოხსნა, 6 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. 28 ქულა ჰქონდა კლეი ტომპსონს, ხოლო 23 - სტეფ კარის.
"ნიუ ორლეანის" ძირითად ცენტრს, ომერ ასიკს მხოლოდ 8 სათამაშო წუთი დაეთმო, რათა ფარქვეშ სივრცე და ასპარეზი გამოთავისუფლებოდა "პელიკანსის" არქიმექულე ენტონი დევისს. ამ უკანასკნელის 45 ქულამ ვერაფერი დააკლო "გოლდენ სტეიტს", რომელიც საკუთარი თვითმფრინავით დღეს გეზს ფინიქსისკენ აიღებს და ხვალ მორიგი გამარჯვების მოპოვებას "სანსთან" ეცდება.
მომზადებულია www.gbf.ge-ს მიხედვით
ხოდა, ეხა- რომელ ენაზე გაგიგია, ქართულის გარდა? (გაკმენტას კიდევ არაუშავს).
ჰოდა, ახლა გაკმიდონ ხმა, ამერიკულმა გამოცემებმა - ქართულად ასეა! ზაზას წარმატებები!