ზაზა ფაჩულიას პირადსარეკორდო 4 ჩაჭრა და "გოლდენ სტეიტის" მოგება დენვერში [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის დროით 11 ნოემბერს, გამთენიისას, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" სტუმრად "დენვერ ნაგეტსი" გაანადგურა - 125:101 (38:19, 27:32, 34:24, 26:26).

ზაზამ დენვერში თითქმით 14 წუთი ითამაშა და სამი ოთხიანი დასვა - 4 ქულა, 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა. 4 ჩაჭრა მატჩის საუკეთესო და ფაჩულიას პირადსარეკორდო შედეგია. რაც "გოლდენ სტეიტში" გადავიდა, 7 საგამოფენო და რეგულარული ჩემპიონატის 8 მატჩში მას 2-ზე მეტი ჩაჭრა არ ჰქონია.

ქართველი ცენტრი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე სროლა წარმატებით დააგვირგვინა. ზაზამ
2 ბურთი საკუთარ, ორიც მეტოქის ფარზე მოხსნა.

ფაჩულიას კარგი დაცვითი თამაშის წყალობით დენვერელთა ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი, ბოსნიელი იუსუფ ნურკიჩი განეიტრალდა, ხოლო პერიმეტრიდან ოკლენდელებმა მეტოქეს შავი დღე აყარეს. სტეფ კარიმ ამჯერად 7 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 33 ქულით დაასრულა. კლეი ტომპსონმა 19, ხოლო კევინ დიურანტმა 18 ქულა მოაგროვა.
იხილეთ ვიდეო: დენვერი-გოლდენ სტეიტი 101:125
Sportall.Ge

7 მოგებითა და 2 მარცხით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა, ხოლო შემდეგ მატჩს 14 ნოემბერს, შინ "ფინიქსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 19 /
სასწაულად უთამაშია! თურმე სამი ოთხიანი დაუსვამს:)) სეზონის დასაწყისში ლამის იყო გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებდით და ახლა სამი ოთხიანი გაკმაყოფილებთ?)) სათამაშო დროს თამაშ-თამაშ უმცირებენ ზაზას, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზამთ...რეალობა ასეთია. ზოგიერთებისგან განსხვავებით მე არ მქონდა ილუზია რომ ზაზა იმ დონეზე ითამაშებდა, თუნდაც რა დონეზეც ითამაშა წინა სეზონი. აბსოლუტურად სხვა დონეა და ამ დონეს ვერ უქაჩავს ზაზა
მეჭვოფი
09:47 11-11-2016
0
მოხსნებში კატასტროფულად სუსტად გამოიყურება
მეჭვოფი
09:47 11-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული