აკაკი დვალიშვილის გუნდი "ნოვოსიბირსკი" რუსეთის სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერია

AutoSharing Option
აკაკი დვალიშვილის გუნდი "ნოვოსიბირსკი" რუსული საკალათბურთო სუპერლიგის ლიდერია. ციმბირულმა გუნდმა გასულ ტურში უშუალო კონკურენტ "ირკუტსკს" 83:75 მოუგო და ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვა.

ქართველმა ფორვარდმა გამარჯვებაში საკუთარი წილი დაიდო. დვალიშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 17:36 წუთი გაატარა. აკაკიმ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. ჯამში მას 8 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება დაუგროვდა. დვალიშვილმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა და მოედანი 5 პერსონალური ჯარიმის მიღების შემდეგ დატოვა.

ციმბირულ გუნდში საუკეთესო შედეგი - 20 ქულა და 8 მოხსნა
ალექსეი კურცევიჩს ჰქონდა. 18 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა ალეკსანდრ ლავნიკოვმა. გამთამაშებელ სერგეი ტოკარევის ანგარიშზე 13 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა.

8 მოგებითა და 1 მარცხით "ნოვოსიბირსკი" 13-გუნდიან სუპერლიგა 1-ში პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს დვალიშვილის გუნდი ქალაქ სუმის "ტემპთან", 4 დეკემბერს გამართავს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული