ამით ოკლენდელებმა 4-მატჩიანი გასვლითი ტურნე დაასრულეს, რომლის განმავლობაშიც ტორონტოში, ბოსტონში, მილუოკისა და ინდიანაში იმარჯვეს.
ფაჩულია, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მხოლოდ 14 წუთი გაატარა, რაც ქართველმა ცენტრმა საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენა. ზაზამ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 6 ქულას მან 7 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა, 1 ჯარიმა მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს.
თამაში იმდენად "ცალფარა"
საბოლოოდ, ოკლენდელთაგან საუკეთესო შედეგი კლეი ტომპსონმა დააფიქსირა, რომელმაც 26 წუთში 25 ქულა მიითვალა. 22 ქულა და 6 პასი ჰქონდა სტეფ კარის, ხოლო კევინ დურანტმა 27 წუთში 14 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა.
12 მოგებითა და 2 მარცხით "გოლდენ სტეიტი" "კლიპერსთან" ერთად დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. 24 ნოემბერს ოკლენდელები "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლებენ, რომელთანაც ამ სეზონში შინ წაგება აქვთ და რევანშის ასაღებად არიან მომართულები.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით