
- მარჯვენა მუხლის ტრავმა მქონდა და ოპერაცია საჭირო იყო. ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და ვიმედოვნებ, რომ რეაბილიტაციის პროცესიც კარგად წარიმართება, - გვითხრა მანუჩარმა და დასძინა, რომ აღდგენითი პროცესი, დაახლოებით, ხუთ თვეს გასტანს.
მას საავადმყოფოდან დღეს გამოწერენ.
შეგახსენებთ, რომ მარკოიშვილი სწორედ მუხლის ტრავმის გამო ვერ დაეხმარა ეროვნულ გუნდს ევრობასკეტის შესარჩევში. მას მიმდინარე სეზონში, თავისი კლუბის, თურქული "დარუშაფაკას" შემადგენლობაში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"