ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ინდიანა პეისერსი" გაანადგურეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 6 დეკემბერს, თბილისის დროით გამთენიისას, საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი გამართა. ოკლენდელებმა "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 142:106 გაანადგურეს.

შეხვედრის ბედი, ფაქტობრივად, უკვე პირველი ნახევრის შემდეგ იყო გადაწყვეტილი, რომელიც "მეომრებმა" 30-ქულიანი უპირატესობით მოიგეს (80:50).

"გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა, რომელიც კვლავინდებურად სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 18 წუთზე ცოტა მეტი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა, 5 პასი, 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ფაჩულიამ ორიდან ერთი საჯარიმო და 3-დან ერთი ორქულიანი
ჩააგდო. ის ერთიც ზაზამ ეფექტური გდებით, სტეფ კარისგან მიღებული პასის შემდეგ მიითვალა. რამდენიმე წამის წინ მას ჩატენვა გაუცუდდა და ანალოგიური შესვლა ლამაზი გდებით დააგვირგვინა, რამაც მაყურებლებში და მასპინძელთა სათადარიგოთა სკამზე ხმაურიანი ოვაცია გამოიწვია.

ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა "გოლდენ სტეიტის" მცველმა კლეი ტომპსონმა, რომლის ანგარიშზე 60 ქულაა. მან თამაშიდან 33-ჯერ ტყორცნა და 21 ზუსტად (63,3%). მისი 14 სამქულიანიდან 8 ზუსტი იყო (57,1%).

18 მოგებითა და 3 წაგებით "გოლდენ სტეიტი" ლიგის ერთპიროვნული ლიდერია. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 8 დეკემბერს, ლოს ანჯელესში "კლიპერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
თაზო ჩაგეთვალა )))
პატრიოტი
06 დეკემბერი 2016 15:39
0
კლეი უძახე ეხლა ამას:)):
tazo
06 დეკემბერი 2016 14:06
0
როცა ზაზამ ტომსონის გაცუდებული საჯარიმო მოხსნა, ისევ გადააწოდა კვლავ ტომსონს და მანაც ბრწყინვალედ ჩააგდო მომდევნო სამქულიანი.

ამის შემდეგ ზაზა შეცვალეს და დარბაზში მყოფნი ყველა დამსწრე ერთხმად იძახდა ზაზას სახელს...მეტი რა გვინდა?

ზაზა შეუდარებელი იყო.

გამარჯვებები ზაზას და სრულიად საქართველოს.

ჯონი
06 დეკემბერი 2016 13:00
0
ასეთ უხვქულიან თამაშში ასე ცოტა ქულები სამწუხაროა. ზაზამ მეტი უნდა შეუტიოს თვითონ. იმ 5 პასუდან მინიმუმ 2ჯერ შეეძლო თვითონ გაერისკა. 3 დან ერთიც ცოტაა თამაშიდან, აშკარად არ ტვირთავენ ამ მიმართულებით ზაზას, და ხშირად ღორობენ თანაგუნდელები როცა ზაზა კარგ პოზიციაშია.
qar
06 დეკემბერი 2016 12:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული