ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" 142:106 გაანადგურა "ინდიანა პეისერსი". ამ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა 18 წუთში 3 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა და დაფარება მიითვალა.

ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ინდიანა პეისერსი" გაანადგურეს [VIDEO]

შეხვედრის მე-3 მეოთხედში იყო ეპიზოდი, რომელმაც საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. ეპიზოდი იშვიათი სილამაზის გამოდგა, რომელშიც მონაწილეობა სასტარტო ხუთეულის მხოლოდ ერთ წევრსა და ამ მატჩის გმირს (60 ქულა), კლეი ტომპსონს არ მიუღია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

Washington Post:
"მაშინ, როცა ორშაბათ საღამოს "მებრძოლთა" რიგებში კლეი ტომპსონი გადაირია, არც გუნდის სხვა წევრები ყოფილან
უქმად და მათაც შემოგვთავაზეს საოცარი თამაში. ის კი არა, მატჩის ყველაზე საოცარ მომენტში კლეი ერთადერთი იყო, ვინც მასში მონაწილეობა არ მიიღო.

ზაზა ფაჩულიამ სადავო გდება "გოლდენ სტეიტის" ნახევარზე მოიგო და ბურთი დრეიმონდ გრინს გადააწოდა, რომელმაც შორეული პასით სტეფ კარი გაიყვანა ფართან. NBA-ს ორგზის MVP-მ თავად არ ჩააგდო და იქვე მყოფ კევინ დურანტს ცალი ხელით ჩაატენინა.

დიახ, მეგობრებო, ჩვენ მივაღწიეთ პიკს. საოცარია, ბურთი ისე გაითამაშა ოთხეულმა, რომ ერთხელაც არ შეხებია პარკეტს. ყველაფერი კი გრანდიოზული "ალე უპით" დასრულდა.

"გოლდენ სტეიტის" ფანები, განსაკუთრებით, ისინი, ვინც ოკლენდის "ორაკლ არენაზე" მოხვდნენ, დედამიწის ზურგზე ერთ-ერთ ყველაზე იღბლიან ადამიანთა რიგში არიან. მას მერე, რაც ისედაც ვარსკვლავურ გუნდს დურანტი დაემატა, "გოლდენ სტეიტი" ერთ შოუს მეორით ანაცვლებს მატჩიდან მატჩამდე, მაგრამ ორშაბათი მაინც განსაკუთრებული იყო".

uproxx.com:
"გახსოვთ, როცა ვამბობდით, რომ "გოლდენ სტეიტს" შესათამაშებლად დრო ესაჭიროება? ვფიქრობთ, შობამდე 20 დღით ადრე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე მოხდა გუნდში. მესამე მეოთხედში ზაზა ფაჩულიას დაწყებული კომბინაცია, რომელიც დრეიმონდ გრინმა ისეთი პასით გააგრძელა, რომ კევინ ლავსაც კი შეშურდებოდა, სტეფ კარიმ სილამაზის ახალ ეტაპზე აიყვანა, როცა თავად არ ჩააგდო და კევინ დურანტს ჩაატენინა. ეს იყო ამ თამაშის ყველაზე საოცარი 2 ქულა".

მატჩის გმირ კლეი ტომპსონსაც მოვუსმინოთ:
"აუცილებლად უნდა ვუყურო ამ თამაშის ჩანაწერს. არასოდეს მიფიქრია, რომ 60 ქულის ჩაგდებას შევძლებდი, მაგრამ ჩემი თანაგუნდელების წყალობით ყოველი სროლისას ვგრძნობდი, რომ ბრწყინვალედ გამომდიოდა. ძალიან იოლია, გაიხსნა თავისუფალ პოზიციაზე სასროლად, როცა ზაზა და დრეიმონდი უტევენ შენთან ერთად", - განაცხადა კლეი ტომპსონმა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
სროლა უფრო ადვილია, როცა ზაზათან ერთად უტევო, გაიგეთ რა თქვა კლეიმ? თქვე ვითომ რაღაცის მცოდნეებო.
bavaria
16:57 06-12-2016
0
ზაზა მაგარია
misha
17:24 06-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული