ზაზა ფაჩულიას 4 ქულა, 5 მოხსნა და დამაჯერებელი მოგება "კლიპერსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში "ლოს ანჯელეს კლიპერსს" ესტუმრა და ანგარიშით 115:98 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21.40 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 4 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და ერთი ბლოკი მიითვალა, ბურთი კი სამჯერ დაკარგა.

ფაჩულიას მთავარი მეტოქე დეანდრე ჯორდანი იყო, რომელმაც მოედანზე 31:45 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 10 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, რასაც 2 ბლოკი მიამატა.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულიამ ბლეიკ გრიფინს დაუფარა
Sportall.Ge

შეხვედრაში ყველაზე
მეტი, 24 ქულა კლეი ტომპსონმა ჩააგდო, რომელმაც გასულ შეხვედრაში კარიერის რეკორდი დაამყარა - 60 ქულა მატჩში. "გოლდენ სტეიტიდან" მეორე მაჩვენებელი ქულებში დრეიმონდ გრინს ჰქონდა, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო.

სტეფ კარიმ 19 ქულა მიითვალა, ხოლო კევინ დურანტი 16 ქულას დასჯერდა, რასაც სტუმრებში ყველაზე მეტი, 8 მოხსნა მიამატა.
იხილეთ ვიდეო: კლიპერსი-გოლდენ სტეიტი 98:115
Sportall.Ge

ამ გამარჯვების შემდეგ "გოლდენ სტეიტს" 19 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა. ოკლენდური კლუბი დასავლეთ კონფერენციაში, ისევე, როგორც მთლიანად NBA-ში, პირველ ადგილს იკავებს.

მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი 9 დეკემბერს, ჩვენი დროით დილის 06:00 საათზე სტუმრად "იუტა ჯაზთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მეც ვუყურე და რამდენჯერ ქონდა შეტევის დაგვირგვინების შანსი და მაინც პასი ამჯობინა. ალბათ მწვრთნელის დავალებაა სივრცეები უნდა გამოათავისუფლოს ზაზამ და ფარი დაიცვას მასით, ქულებს მექულეები გააკეთებენ ხოდა აკეთებს ზაზა თავის შავ სამუშაოს 10იანზე. რამდენი ბლოკი დააყენა რამდენი პირველი სროლა ააცდენინა კლიპერსს კარგი თამაში ქონდა მაგრამ ციფრებშო არ აისახება სამწუხაროდ
ქარ
15:26 08-12-2016
0
ვუყურე, ნორმალურად ითამაშა, თავის საქმეს ხუთიანზე აკეთებს.
ერთი სასაცილო სამიანი ისროლა ჯარიმის აკიდების იმედად, მარა არ ჭამა მსაჯმა
domenti
15:01 08-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული