აი, თამაში! - ფაჩულია, ტომპსონი, გრინი და დურანტი ბრწყინვალე კომბინაციაში [VIDEO]

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" მისსავე მოედანზე 115:98 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში 4 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა ზაზა ფაჩულიამ.

- ზაზა ფაჩულიას 4 ქულა, 5 მოხსნა და დამაჯერებელი მოგება "კლიპერსთან" [VIDEO]

როგორც ჩანს, "უორიორსი" საუკეთესო ფორმაში შედის და მისი შეჩერება "კლიპერსის" დარ ძლიერ გუნდებსაც არ გამოსდით.

"გოლდენ სტეიტის" კალათბურთელებმა ზედიზედ მეორე თამაშში გააკვირვეს პუბლიკა შესანიშნავი კომბინაციით. თუკი "ინდიანასთან" თამაშში კომბინაცია ზაზა ფაჩულიამ დაიწყო, "კლიპერსთან" საუკეთესო გათამაშებაში ზაზამ შედეგიანი გადაცემა მიითვალა და კომბინაციაში ორჯერ მიიღო მონაწილეობა.

- ფაჩულიას დაწყებული
"ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]


კლეი ტომპსონმა ზაზა მოძებნა, თუმცა ქართველმა არ ესროლა კალათში, დაელოდა კლეის შეჭრას ფარქვეშ და ბურთი მას გაატანა. თავის მხრივ, ტომპსონმა დრეიმონდ გრინი მოძებნა.

როგორც წესი, ეს ჩატენვას ნიშნავს, მაგრამ არა - გრინმა გრიფინსა და ჯორდანს შემოატარა ბურთი და ფაჩულიას გადააწოდა, რომელმაც უცბად მოძებნა სრულებით თავისუფალი კევინ დურანტი, ვინც სამქულიანი ჩააგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კომბინაცია ძალზე ეფექტური გამოდგა.

sbnation.com: "მებრძოლებმა შესაძლოა, კალათბურთის შესაძლებლობები ამოწურეს. მწვრთნელებმა ეს კომბინაცია მომავალ თაობებს ხშირად უნდა ანახონ ხოლმე. აი, გუნდური თამაში".

cbssports.com: "კომბინაციაში ტომპსონმა, ფაჩულიამ და გრინმა გუნდური თამაშის დიდებული მაგალითი აჩვენეს. ამის გამო არის "გოლდენ სტეიტი" დიდი გუნდი. "მებრძოლები" ყოველთვის სწრაფად თამაშობდნენ".

- სტეფ კარის პასი ჯორდანის ფეხებშორის და ზაზა ფაჩულიას ჩაგდება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
David - გაიხარე და გვეხაროს ჩვენი კალათბურთის წარმატებით
ფოთი
09 დეკემბერი 2016 11:25
0
ფაჩულია და გორგოძე ქართველები.
კახა
08 დეკემბერი 2016 22:45
0
ზაზამ თანდათან შეცვალა გოლდენ სტეიტი. ადრე ეს მსროლელების ნაკრები იყო! რა თქმა უნდა მსროლელები ახლაც შეუცვლელები არიან, მაგრამ მათაც გაიგეს რომ ზუსტი ტყორცნის გარდა ლამაზი კომბინაციებიც ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. აგრეთვე ზაზა გაუშინაურდა გუნდს და პიროვნული თვისებებით უკვე იმსახურებს თანაგუნდელთა პატივისცემას! მე ასე მეჩვენება, გუნდი თანდათან ზაზას ირგვლივ იკრიბება!
არჩილ ხოფერია
08 დეკემბერი 2016 21:23
0
ფოთი--- მართლაც რომ მასეა, წარმატებები ზაზას და ჩენს კალათბურთს
David
08 დეკემბერი 2016 19:32
0
სიზმარში მგონია თავი ..NBA,, საუკეთესო გუნდში ქართველი ფაჩულია დიდ ვარსკვლავების გვერდში დიდებულად თამაშობს, ზაზა მადლობა რომ ჩვენი ზაზა ხარ.
ფოთი
08 დეკემბერი 2016 18:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული