გიორგი შერმადინმა და ბექა ბურჯანაძემ "ბარსელონა" დაამარცხეს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა ბექა ბურჯანაძისა და გიორგი შერმადინის "ანდორამ" და რაც მთავარია, ქართველი ლეგიონერების დიდი თანამონაწილეობით. ანდორელებმა ესპანური გრანდი "ბარსელონა" იმსხვერპლეს - 87:80.

სასტარტო ხუთეულში მყოფმა გიორგი შერმადინმა 18:29 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 5 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.

უფრო შედეგიანი იყო ბექა ბურჯანაძე, რომელიც სასტარტოში არ ყოფილა, მაგრამ მოედანზე 26 წუთით გავიდა და თავი 13 ქულას, 3 მოხსნას და 1 ჩაჭრას მოუყარა. ბექამ
4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

ანდორელთაგან 18 ქულით საუკეთესო იყო დევიდ იელინეკი, ხოლო ენდრიუ ალბისის ანგარიშზე 15 ქულა და 7 პასი დაგროვდა. 7 მოგებითა და 4 მარცხით ქართველების გუნდი "უნიკახასთან" ერთად მე-6 ადგილს იყოფს. მომდევნო ტურში, 21 დეკემბერს, "ანდორა" "სარაგოსას" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
5*2=10 10+1=11 ??????????????????????????????????
NMN789
11:50 14-12-2016
0
ერთადერთი ვარიანტიღა რჩება - ერთი 2 ქულიანი და ერთი საჯარიმო საკუთარ კალათში ჩააგდო, რომლებიც აქტივში არ ჩაეთვალა....
მსქროლავი ტროლი
11:46 13-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული