"გოლდენ სტეიტმა" ზაზა ფაჩულიას გარეშე "ნიუ იორკს" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
16 დეკემბერს, გამთენიისას, "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი შინ "ნიუ იორკ ნიქსთან" გამართა და ანგარიშით 103:90 დაამარცხა.

ზაზა ფაჩულიას ამ შეხვედრიც არ უთამაშია. ეს უკვე მეოთხე მატჩია, რაც ქართველი ცენტრი მაჯის ტრავმის გამო ვერ თამაშობს.

ფაჩულიას არყოფნაში სასტარტო ხუთეულში თამაში ჯავალ მაკგიმ დაიწყო.

ყველაზე მეტი, 25 ქულა კლეი ტომპსონმა ჩააგდო, ხოლო მეორე ადგილზე ქულების მიხედვით ჯავალ მაკგი გავიდა. მან 17 ქულა მოიპოვა.

კევინ დურანტმა 15 ქულას 14 მოხსნა და 8 პასი მიამატა. სტეფ კარიმ კი მხოლოდ 8 ქულასთან
ერთად 8 პასი და 10 მოხსნა მიითვალა.

დრეიმონდ გრინმა კი 5 ქულა, 7 პასი და 11 მოხსნა გააკეთა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

23 მოგებითა და 4 მარცხით "გოლდენ სტეიტი" მთლიან ლიგას ლიდერობს. მომდევნო მატჩს ოკლენდელები 18 დეკემბერს, გამთენიისას შინ "პორტლენდთან" გამართავენ.

როდის დაუბრუნება ზაზა ფაჩულია მოედანს, ჯერჯერობით უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 5 /
დაუკავშირდით ზაზას და კითხეთ, არა მგონია დაგზარდეთ. გაუხარდება პირიქით
ზურა
15:03 16-12-2016
0
ყველას ვინც ფიქრობს, რომ ქულები და თუნდაც ძირითადი სტატისტიკა განაპირობებს გუნდში ადგილს - რბილად რომ ვთქვათ კალათბურთი არ ესმით. ეს იგივეა ფეხბურთში 11 მესი რომ გყავდეს ანუ დაცვაშიც მესი ნახევარდაცვაშიც, აპორნიზეც და კარშიც მესი რომ იდგას და თქვა ყველაზე მაგარი გუნდიაო. მაკგის 17 ქულა გაცილებით უფრო ნაკლებად საყურადღებოა ვიდრე დურანტის - 6 სროლიდან მხოლოდ 1 სამქულიანი და კარის - 8 დან მხოლოდ 2. ასევე ბევრ რამეზე მეტყველებს იგივე კარის - 10 მოხსნიდან 9 რომ საკუთარი ფარის ქვეშ იყო. ასე რომ ამ თამაშში კარგად გამოჩნდა, რომ ეს მწვრთნელების ტაქტიკა იყო, რომელმაც ამ შემთხვევაში შედეგი იმიტომ მოიტანა, რომ მოულოდნელი იყო მოწინააღმდეგისთვის. ვორიორზი მაკგით ვერასდროს ვერ გახდება ჩემპიონი და ეს მწვრთნელზე კარგად არავინ იცის. ასე, რომ ზაზას როლი ამ გუნდში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და ზამთარში ვინმე სერიოზული ცენტრი თუ ვერ დაიმატეს და (სავარაუდოდ ვერც დაიმატებენ) პლეიოფებში ზაზაზე ძალიან ბენვრი რამ იქნება დამოკიდებული, ამიტომ სანამ 1 მეასედი პროცენტი მაინც არსებობს იმისა, რომ ეს ტრავმა მომავალში შეიძლება გამწვავდეს მანამდე არ ათამაშებენ, იმიტომ რომ ეხლა აგერ მაკგითაც შეუძლიათ ფონს გასვლა.
ვატო
14:48 16-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული