ფაჩულია და "გოლდენ სტეიტი" 2017 წელს მოგებითა და ლიდერობით ხვდებიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" წლის ბოლო მატჩი საკუთარ დარბაზში "დალას მავერიკსის" წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 108:99 გაიმარჯვა.

ოკლენდელებს თბილისის დროით, 31 დეკემბერს, გამთენიისას გამართულ შეხვედრაში ქართველი ცენტრის უწინდელი გუნდის დამარცხება არ გასჭირვებიათ. მართალია, საბოლოოდ 9-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, თუმცა ბოლო პერიოდის წინ მასპინძლები 22 ქულით იგებდნენ და შეხვედრის ბედიც გარკვეული იყო.

ფაჩულია ყოფილ თანაგუნდელებთან მატჩში ტრადიციულად სასტარტო ხუთელში იყო და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ზაზას ძირითადად დირკ ნოვიცკის მეურვეობა უწევდა, რომელმაც მოედანზე ყოფნის 23 წუთში 11 ქულა,
5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. რაც შეეხება ქართველი ცენტრის მონაგარს, ზაზამ 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 5 მოხსნით და 1 ჩაჭრით დაასრულა.

ოკლენდელებს 29 ქულით კლეი ტომპსონმა ულიდერა, კევინ დიურანტმა კი სამმაგი დუბლი - 19 ქულა, 11 მოხსნა და 10 პასი მიითვალა. რაც შეეხებათ დალასელებს, მათ ყოფილმა გოლდენსტეიტელმა ჰარისონ ბარნსმა 25 ქულით ულიდერა.

29 მოგებითა და 5 მარცხით "გოლდენ სტეიტი" 2017 წელს ლიგის ლიდერობით ხვდება. მომდევნო მატჩს ოკლენდელები 3 იანვარს, შინ "დენვერთან" გამართავენ.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
ბურთს არ ტენის კალათში, რაღაც დაკომპლექსებულია.
koka
23:25 01-01-2017
0
მართალი ხარ, ის კადრები არ მქონდა ნანახი ადრე, ეხ ნეტავ ისევ ისე ძველებურად თამაშობდეს, დღეს დილით მეგონა მავერიკსის ორმაგ დუბლს შეუსრულებდა. (((
tanto
16:50 31-12-2016
0

სიახლეები პოპულარული