08:40 04-01-2017
თორნიკე შენგელიამ და "ბასკონიამ" მადრიდის "რეალს" ისევ მოუგეს [VIDEO]
AutoSharing Option
ბასკებმა "რეალს" ამჯერადაც დამაჯერებლად აჯობეს - 77:62.
თორნიკე სასტარტო ხუთეულში იყო და გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. მან 17 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. თუმცა მხოლოდ სტატისტიკით როდი განისაზღვრება მისი ნაყოფიერება, დაცვაშიც საიმედოდ მოქმედებდა...
მატჩის ბომბარდირობა ბასკონიელებმა იკისრეს - შეინ ლარკინმა და ადამ ჰანგამ 16-16 ქულა ჩააგდეს. მადრიდელთაგან კი ყველაზე მეტი, 12-12 ქულა რუდი ფერნანდესსა და ლუკა დონჩიჩს ჰქონდათ.
14 ტურის შემდეგ 9 მოგებით "ბასკონია" ესპანეთის ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა. პირველობას "რეალი" და "ბარსელონა" იყოფენ - 11-11 გამარჯვება. 8 მოგებითა და 6 მარცხით ბექა ბურჯანაძისა და გიორგი შერმადინის "ანდორა" მერვე პოზიციაზეა. მომდევნო მატჩი სწორედ "რეალთან" ელის. "ბასკონიაც" მადრიდში ითამაშებს, ოღონდ "ფუენლაბრადას" დაუპირისპირდება. მატჩები 8 იანვარს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული