დრეიმონდ გრინი: კალათბურთელებმა ფაჩულიას მხარდასაჭერი კამპანია უნდა წამოვიწყოთ

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" კალათბურთელმა დრეიმონდ გრინმა ჟურნალისტებთან NBA ALL-STAR-ის შუალედურ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ხმას აუცილებლად ზაზა ფაჩულიას მისცემს.

შეგახსენებთ, რომ შუალედური შედეგების მიხედვით, დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის ზაზა ფაჩულიას 439 675 ხმა აქვს და ის მეორე ადგილზეა. თავად დრეიმონდი კი მეხუთე ადგილზეა, თუმცა მისი თქმით, თანაგუნდელის წარმატება ძალიან ახარებს.

"მისი წარმატება ძალიან მახარებს. მე ხმას აუცილებლად ზაზა ფაჩულიას მივცემ. კალათბურთელებმა ფაჩულიას მხარდასაჭერი კამპანია უნდა წამოვიწყოთ", - ციტირებს გრინს sportingnews.com.

წელს NBA ALL-STAR-ის გამოკითხვის ორგანიზატორებმა ხმის მიცემის პრინციპი შეცვალეს.
ამიერიდან, ფანების ხმები საერთო ქულების მხოლოდ 50%-ს შეადგენს, ხოლო 25%-25% დაემატება ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კალათბურთელებისა და მედიის წარმომადგენლებისგან.

ასევე იხილეთ:
- ქართველების კომენტარები NBA-ს გვერდზე: ისე მოვიხოდეთ, აფხაზეთი და სამაჩაბლო დავიბრუნოთ
- აშშ-ის საელჩო ზაზა ფაჩულიას ALL STAR-ის შუალედურ შედეგებს გამოეხმაურა
- NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" შუალედური შედეგები ცნობილია: ზაზა ფაჩულია მეორეზეა!
- NBA-ს კლუბი "საკრამენტო კინგსი" ზაზა ფაჩულიაზე დაიბოღმა [VIDEO]
- NO NO NO NO... - კომენტატორების რეაქცია ზაზა ფაჩულიას დანახვაზე შედეგებში [VIDEO]
- He did it again: Zaza Pachulia on second place in NBA All-Star voting
- საქართველომ NBA "დატროლა" - ამერიკული მედია ზაზა ფაჩულიას შედეგებზე
- yahoo.com: შედეგების მთავარი გზავნილი - ფანებს უყვართ ზაზა ფაჩულია!
მკითხველის კომენტარები / 9 /
რაზე ლაპარაკობთ, ხალხო ? თქვენ, ხმა მიეცით ზაზას, 24სთ-ში ერთხელ და არ დაიზაროთ.....თქვენი ანალიზი არავის არ სჭირდება....სილვერზე და ფაზიზმზე.......ერთხელ მოგვეცა საშუალება, ამერიკა, ჩვენს ჭკუაზე ვატაროთ!!!! ისიამოვნეთ!!!!!!!!!!!!!!
მიშა63
08 იანვარი 2017 14:41
0
Sik,როგორც აზროვნებ, ისე წერ! Luka- რა გინდოდა გეთქვა, ანუ? ორივეს გასაგონად/გასაგებად: არის "რაღაც", რის გამოც ჩვენ ქართველები ვართ... P.S.ზოგიერთ ქვეყანაში, ორი-სამი სიცოცხლის ხანგრძლივობით სვამენ ციხეში და უფრო მეტიც, სიკვდილით დასჯაც "მოსულა", თქვენ მოგწონთ? ჰოდა, ვიღაცას თუ ეცინება, იცინოს და .. კარგად მოუსმინოს ზაზას ამ ინერვიუს! არც თქვენ გაწყენდათ(კიდევ ერთხელ?) მოსმენა. ეს, ისე, "ნაკლებადსალაღობოსასხვათაშორისოდ".
Sik-ს და Luka-ს
08 იანვარი 2017 13:16
0
სიკ-ის საყურადღებოდ. მე უფრო ვერკვევი "ფლორბოლში" რომელიც ცხოვრებაში არ მინახია ვიდრე შენ "ბასკეტბოლში". რა 2 მილიონი და რის 20 მილიონი. ადამიანის პიროვნულ ღირსებაზე და დაფასებაზე გაგიგია რამე ცხოვრებაში. შეიძლება გქონდეს 100 მილიონი და იმის წონა ნაგავი და მძღნელი იყო. აქ ზაზას გულშემატკივრობს ხალხი და არა მის 2 მილიონიან ხელფასს. თუმცა იქნებ ესეც ზედმეტია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ არსებობს ადამიანების კატეგორია რომლებმაც არც თვითონ იციან, არც უნდათ რომ ისწავლონ და ამ დროს სხვას ჭკუას და ტვინს უბურღავენ.
.........
08 იანვარი 2017 13:02
0
ეს უკვე შოვინიზმია და პრინციპების ღალატი რასაც იანკები სჩადიან.გასაგებია არავინ დავობს რომ ზაზა საშუალო დონის კალათბურთელია NBA სტანდარტებით,მაგრამ აწიონ ერთი ადგილი და მისცენ ხმა თავიანთ რჩეულებს თუ ესე უნდათ.კაცს რომელსაც ნახევარი მილიონი ხმა აქვს უკვე საყურადღებოა
beso
08 იანვარი 2017 12:52
0
ვაიმე როგო სიმწრით გამეცინა?! ე.ი. ფულს გვაძლევენ არა?! უბედურო საქართველო ამ ბოლო 25 წელმა ეროვნული თვითშეგნების როგორი დეგრადაცია მოახდინა განსაკუთრბით ახლგაზრდობაში!
არჩილ ხოფერია
08 იანვარი 2017 11:04
0
განვიტარებული ქვეყნები ფულს დებენ(ვალს აძლევენ) საქარტველოსთანა ქვეყნებს რომ ხალხის პოლიტიკური ერუდირება გაზარდონ. მაგალითად - ხმა იმიტომ კი არ უნდა მიცე რომ შენნაიეი გვარი აქვს, და აშ. არამედ დამსახურებით. ზაზას შემთხვევაში - გინდა მისცე ხმა მიეცი - ყოველდგიურად რომ იგივეს აკეტებ და საშუალოზე დაბალი კალატბურთელი ღOმელიც 2მილ იგებს გინდს 20მილ ვარსკვლავზე წინ დააყენო - ეს კალათბურტის სიყვარული აგარაა.

მეორე მხრივ ამერიკელების ხედვით, რომელთ საშუალო შEმოსავალი $55000, $500 შემოსავლის მქონე ქარტველების საქციელი არაფერია თუ არა "უსაქმური .... მახათსო".
Sik
08 იანვარი 2017 09:48
0
მინდა გამოგეხმაურო, მაგრამ მრავალი წერტილი დაგირქმევია სახელად!)) ყველა თქვენს გამონათქვამს ვეთანხმები! უფრო მეტიც საშინელ იმედგაცრუებას განვიცდი. ამხელა სახელმწიფოა, ასეთი ლიტერატურა, ასეთი კინემატოგრაფი (ყველაფერი არა რა თქმა უნდა), მუსიკა, ცეკვა, მრავალფეროვანი კულტურა და ასეთი სულიერი სიღატაკე? ასეთი უმეცრება, ასეთი ხეპრეობა რაც NBA -ს მესვეურებმა იკადრეს და კადრულობენ... ვერა, ვერ წარმომედგინა! ნაღდი ბრიყვები არიან განსაკუთრებით ჟურნალისტები! საერთოდ აღარ მინდა ამ NBA-ს ყურება. ჩატენვებიო
არჩილ ხოფერია
07 იანვარი 2017 22:06
0
Vinmem ar daijerot... greens sasacilod ar eyo zazas meore adgili gushindel interviushi romelic goldenis gverdze devs ))) da es sityvebic xumrobit tqva
Luka
07 იანვარი 2017 22:04
0
მაგარი კაცი ხარ გრინ, ხოლო საერთოდ სამარცხვინოა მთელი ამერიკა თავისი ჩამყაყებული შოვინიზმით. თურმე არა მარტო რუსები ყოფილან შოვინისტები. მეორე წელია მთელი მეჯოგე იანკეთია ჩაბმული ფაჩულიას და კალათბურთის პოპულარობის საწინააღმდეგო აქციაში. უბრალოდ გაიაზრეთ ხალხო რა ისტერიული ბრძოლა გამოუცხადეს ზაზას იმის მაგივრად რომ გამონაკლისის სახით საპატიო სტუმრად მიიწვიონ(კალათბურთის პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილისათვის)
პლიუს 1 სახით. ეს არ არის რასიზმი და ფაშიზმი აბა სხვა რა არის? თუ ადგილი ენანებათ მიიწვიონ და ათამაშონ სიმბოლურად რამდენიმე წუთი. ამის მაგივრად ათწლეულების განმავლობაში არსებული წესებიც კი შეცვალეს. სად სძინავს კალათბურთის ფედერაციას. თავისუფლად შეიძლება საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელის შეტანა და საქმისთვის "ხოდის" მიცემა.
..........
07 იანვარი 2017 21:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული