ჩვენს ყურადღებას ეს თამაში არ მიიქცევდა, რომ არა ორი ფაქტი - მატჩი 16 წლამდე ბავშვებს შორის 141:133 დასრულდა და ეს თამაში ცნობილი ტოტალიზატორის, marathonbet.com-ის გამორჩეული "ცოცხალი" თამაში იყო, ანუ მასზე სხვადასხვა ფსონი ლაივ-რეჟიმში იდებოდა.
თანაც, ის, რაც ამ მატჩის მესამე და მეოთხე მეოთხედში ხდებოდა, საოცარია - მესამე მეოთხედი მასპინძლებმა 39:54 წააგეს, ხოლო მეოთხე 58:51 მოიგეს! 109 ქულა 10 წუთში! ეს კი წუთში თითქმის 11
ისიც სათქმელია, რომ სამქულიანი ორივე გუნდმა ზუსტად სულ 11 შეასრულა მთელ მატჩში...
sportall.ge შეეცდება, ჩვენი აზრით, ამ საგანგაშო ფაქტსა და ზოგადად, ბავშვთა კალათბურთში არსებულ ვითარებაზე, ქართული კალათბურის მესვეურთა კომენტარები გაგაცნოთ.
საეჭვო მატჩის ოქმი
შედეგი ტოტალიზატორის საიტზე