109 ქულა 10 წუთში?! "საოცრება" და ტოტალიზატორი ქართულ ბავშვთა კალათბურთში

AutoSharing Option
18 მაისს საქართველოს ჩემპიონატის მატჩი გაიმართა 16 წლამდე კალათბურთელთა შორის, რომელშიც ერთმანეთს "ქუთაისი" და "იბერი" შეხვდნენ.

ჩვენს ყურადღებას ეს თამაში არ მიიქცევდა, რომ არა ორი ფაქტი - მატჩი 16 წლამდე ბავშვებს შორის 141:133 დასრულდა და ეს თამაში ცნობილი ტოტალიზატორის, marathonbet.com-ის გამორჩეული "ცოცხალი" თამაში იყო, ანუ მასზე სხვადასხვა ფსონი ლაივ-რეჟიმში იდებოდა.

თანაც, ის, რაც ამ მატჩის მესამე და მეოთხე მეოთხედში ხდებოდა, საოცარია - მესამე მეოთხედი მასპინძლებმა 39:54 წააგეს, ხოლო მეოთხე 58:51 მოიგეს! 109 ქულა 10 წუთში! ეს კი წუთში თითქმის 11
ქულაა. ასეთი შედეგის მიღწევა NBA-ს კალათბურთელებსაც გაუჭირდებოდათ.

ისიც სათქმელია, რომ სამქულიანი ორივე გუნდმა ზუსტად სულ 11 შეასრულა მთელ მატჩში...

sportall.ge შეეცდება, ჩვენი აზრით, ამ საგანგაშო ფაქტსა და ზოგადად, ბავშვთა კალათბურთში არსებულ ვითარებაზე, ქართული კალათბურის მესვეურთა კომენტარები გაგაცნოთ.

საეჭვო მატჩის ოქმი
Sportall.Ge

შედეგი ტოტალიზატორის საიტზე
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 25 /
ბავშვებიც გამოიყენეს სამაქინაციოდ.არ იქნება საშველი. თითქმის 7 ქულა წუთში. ნბას შეშურდება.
badri
00:53 25-05-2017
0
არა ეტყობა ნიჭიერი ბავშვები გვყავს 109 ქულას მოხერხება ხომ უნდა რაც არ უნდა ჩაწყობილი იყოს?! :D
zaza
02:18 25-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული