უკვე ოფიციალურად: საკალათბურთო კლუბი "დინამო" ევროპას დაუბრუნდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ევროტურნირებზე ბოლოს 2002-03 წლების სეზონში ითამაშა. მეოთხედფინალშიც გავიდა. მას მერე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი პირველად წლეულს იასპარეზებს საერთაშორისო არენაზე.

კლუბის ხელმძღვანელობამ განაცხადი შეიტანა საკალათბურთო ჩემპიონთა თასის გათამაშებაში და საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. საწყის ეტაპზე წარმატების შემთხვევაში დინამოელები ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ, ხოლო თუ საკვალიფიკაციოს ბარიერს ვერ გადალახავენ, მეორე შეჯიბრების, ფიბას თასის ჯგუფურ ტურნირში ავტომატურად მოხვდებიან.

როგორც კლუბის პრეზიდენტმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა გვითხრა, დაწყებულია მუშაობა გუნდის გაძლიერებაზე, რათა "დინამომ" ღირსეულად დაიცვას საქართველოს სახელი. ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მეტოქის ვინაობას 11 ივლისის წილისყრა
გამოავლენს.

ფიბას თასზე მონაწილეობისთვის განაცხადი ჰქონდა შეტანილი "სოხუმს", თუმცა განაცხადი ავტომატურად მონაწილეობას არ ნიშნავს. კლუბის ხელმძღვანელობას სპონსორებისგან ჰქონდა დაპირებები, მაგრამ რადგან ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც დაგეგმილი იყო, სოხუმელებმა გადაწყვიტეს, წლეულს უარი თქვან და მომავალი სეზონისთვის ევროსარბიელს უკეთ მომზადებულები შეხვდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა სოხუმი თავიდანვე ღადაობა იყო სოხუმის მონაწილეობა.
აქ რას აღწევს იქ რომ ითამაშოს? ჯერ აქ მოიგოს რამე და მერე მოინდომოს ევროპაში. ერთადაერთი ადგილი სადაც ეგენი იგებენ ტოტალიზატორია და ყველამ იცის!!!
დინამოს კი წარმატებები, ლიგაზე არამგონია მაგრამ იმედია ევრო თასზე მაინც მოიგებენ რამდენიმე თამაშს ))
gaga
22:51 27-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული