არმია-ტელეკომი 77:102 - ზედიზედ ექვსი მარცხი

AutoSharing Option
გექ­ნე­ბო­დათ შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ზა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა დაგ­ჭირ­ვე­ბი­ათ. და­გი­რე­კავთ კი­დეც, მაგ­რამ სა­უბ­რი­სას ტე­ლე­ფო­ნი ჩამ­ქ­რა­ლა, დამ­ჯ­და­რა... ასე ჩაქ­რა "არ­მია" 11 დეკემბრის მატ­ჩის მე­ო­რე ტა­იმ­ში.

ოქმს თუ გა­და­ხე­დეთ, წა­ი­კითხავ­დით, რომ არ­მი­ე­ლე­ბი ეთა­მა­შე­ბოდ­ნენ ბო­ნის "ტე­ლე­კომს", რო­მე­ლიც ჩვენ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას ბო­ლომ­დე და­მუხ­ტუ­ლი, გამ­ძ­ლე "ელე­მენ­ტით" შეხ­ვ­და და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლა­დაც წა­ი­ღო გა­მარ­ჯ­ვე­ბა.

"ამ მო­გე­ბით ევ­რო­ჩე­ლენ­ჯის მომ­დევ­ნო ეტა­პის საგ­ზუ­რი მო­ვი­პო­ვეთ. თა­მა­შამ­დე კარ­გად გვეს­მო­და თბი­ლი­სუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და თი­თო­ე­უ­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი მო­ე­დან­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და, - გა­ნაცხა­და ბო­ნუ­რი გუნ­დის თავ­კაც­მა მი­ხა­ელ კოხ­მა და დას­ძი­ნა - სა­პი­რის­პი­რო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იყო
"არ­მია". გუნ­დ­მა მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე მოხ­ვედ­რის შან­სი ოთხი ტუ­რის შემ­დეგ და­კარ­გა და ვფიქ­რობ, ამ მატ­ჩის­თ­ვის მო­ტი­ვა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გა­უ­ჭირ­და. ზო­გა­დად, ური­გო გუნ­დი რომ არ არის, გერ­მა­ნი­ა­შიც და­ამ­ტ­კი­ცა, სა­დაც გა­მარ­ჯ­ვე­ბა ბო­ლო წა­მებ­ზე გა­მოვ­გ­ლი­ჯეთ".

რო­გორც წე­სი, უცხო გა­რე­მოს­თან მორ­გე­ბა ყვე­ლას უჭირს, სა­კუ­თარ კა­ლათს მიჩ­ვე­უ­ლი მო­თა­მა­შე შინ უკე­თე­სად სტყორ­ც­ნის, ვიდ­რე სტუმ­რად.

ამას თა­ვად კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ ხოლ­მე. თუმ­ცა გერ­მა­ნე­ლე­ბი თით­ქოს შინ თა­მა­შობ­დ­ნე­ნო - პე­რი­მეტ­რი­დან ბურთს არ აცი­ლებ­დ­ნენ, პირ­ველ ტა­იმ­ში 9-დან 6 სამ­ქუ­ლი­ა­ნი გა­მო­ი­ყე­ნეს და სწო­რედ ამის შე­დე­გი იყო, რომ დი­დი შეს­ვე­ნე­ბის­თ­ვის სტუმ­რე­ბი 53:38-ს იგებ­დ­ნენ.

სა­ბო­ლო­ოდ მათ 13 შო­რე­უ­ლი ტყორ­ც­ნა ჩა­აგ­დეს. რო­ცა ერ­თი გუნ­დი 39 ქუ­ლას სამ­ქუ­ლი­ა­ნე­ბით აგ­რო­ვებს, ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, მი­სი მო­ნა­გა­რი ორ­ქუ­ლი­ა­ნებ­მა გა­ა­ბა­თი­ლოს. თუმ­ცა, "არ­მი­ას" არც ამ კომ­პო­ნენ­ტ­ში ჰქონ­და ფო­რა: "ტე­ლე­კომ­მა" 27 ორ­ქუ­ლი­ა­ნი ჩა­აგ­დო, ქარ­თ­ვე­ლებ­მა - 19.

სა­ბო­ლო­ოდ 25 ქუ­ლის სხვა­ო­ბით დავ­მარ­ცხ­დით, რაც ძა­ლი­ან დი­დი სხვა­ო­ბაა. ასე­თი სხვა­ო­ბა რომ ფიქ­სირ­დე­ბა, კონ­კ­რე­ტულ კა­ლათ­ბურ­თელ­ზე ვე­რა­ფერს იტყ­ვი, მი­თ უ­მე­ტეს, რომ ეს ერ­თ­დღი­ა­ნი ჩა­ვარ­დ­ნა არ ყო­ფი­ლა - სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ონ­მა ხომ ევ­რო­ჩე­ლენ­ჯ­ზე წლე­ულს ექ­ვ­სი­ვე მატ­ჩი წა­ა­გო.

შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბი­სას ქარ­თ­ველ­თა მწვრთნელ­მა კო­ტე ტუ­ღუშ­მა სა­მარ­თ­ლი­ა­ნად აღ­ნიშ­ნა: "ტე­ლე­კო­მი" ჩვენ­ზე ძლი­ე­რი იყო და მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე გას­ვ­ლას იმ­სა­ხუ­რებ­დაო. იმა­ვეს თქმა შე­იძ­ლე­ბა "ან­ტ­ვერ­პენ­სა" და "ჰაპო­ელ ჰო­ლონ­ზე".

რა­ტომ აღ­მოვ­ჩ­ნ­დით ყვე­ლა­ზე სუს­ტე­ბი, რა დაგ­ვაკ­ლ­და, იყო თუ არა ევ­რო­ჩე­ლენ­ჯის წლე­ვან­დე­ლი გა­თა­მა­შე­ბის უკე­თე­სი შე­დე­გით დას­რუ­ლე­ბის შან­სი, ამის შე­სა­ხებ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ვრცლად დავ­წერთ.

აქ კი რამ­დე­ნი­მე მო­მენ­ტ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რადღე­ბას: "არ­მი­ას" აკ­ლ­და ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ვლა­დი­მერ ბო­ი­სა, რო­მელ­მაც მუხ­ლ­ზე ოპე­რა­ცია გა­და­ი­ტა­ნა და რო­გორც გუ­შინ გვითხ­რა, თავს უკე­თე­სად გრძნობს.

მე­ოთხე პე­რი­ოდ­ში მო­ე­დან­ზე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა და სა­ერ­თო­დაც, ჩვე­უ­ლად ვერ ითა­მა­შა კურ­ტის მი­ლე­იჯ­მა, რო­მელ­საც მუხ­ლი აწუ­ხებ­და, თუმ­ცა ტრავ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი არ არის.

მი­სი სამ­ქუ­ლი­ა­ნე­ბი გუნდს ძა­ლი­ან და­აკ­ლ­და. წი­ნა თბი­ლი­სურ შეხ­ვედ­რებ­თან შე­და­რე­ბით უკე­თე­სად თა­მა­შობ­და ცენ­ტ­რი იოაკიმ შელ­ბო­მი, თუმ­ცა დაც­ვა­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მო იგი მა­ლე შეც­ვა­ლა გი­ორ­გი შა­რა­ბი­ძემ და თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ეს იყო გი­ორ­გის სა­უ­კე­თე­სო მატ­ჩი მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში.

იგი დაც­ვა­ში აქ­ტი­უ­რი იყო, შე­ტე­ვა­ში - თა­მა­მი, რაც უთუ­ოდ და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი მო­მენ­ტია, რად­გან აქამ­დე "არ­მი­ას" ყვე­ლა­ზე მე­ტი პრობ­ლე­მა ფარ­ქ­ვეშ ჰქონ­და. პირ­ვე­ლად მოხ­და, რომ ევ­რო­ჩე­ლენ­ჯის მატ­ჩ­ში "არ­მი­ას" ბომ­ბარ­დი­რი ქარ­თ­ვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი გახ­და - ლა­შა ფარ­ღა­ლა­ვა, რო­მელ­მაც 20 ქუ­ლას მო­უ­ყა­რა თა­ვი.

ასე და ამ­გ­ვა­რად, 2012-13 წლე­ბის სე­ზო­ნის ევ­რო­პუ­ლი ეპო­პეა ქარ­თ­ველ­თათ­ვის ფი­ას­კოთი დას­რულ­და, რა­მაც რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, ისე­ვე კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბი და მო­რაგ­ბე­ე­ბი ერთ სა­კითხ­ზე უნ­და და­ა­ფიქ­როს: რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ზე ვლა­პა­რა­კობთ, არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ ნაკ­რე­ბის მო­თა­მა­შე­ე­ბი ევ­რო­პულ ას­პა­რეზ­ზე უნ­და გა­მო­იწ­რ­თონ, ერთ ქვაბ­ში ხარ­შ­ვა არაფ­რის­მომ­ტა­ნია.

იქ­ნებ ამა­ზე მო­მა­ვა­ლი სე­ზო­ნი­დან მა­ინც ვიზ­რუ­ნოთ და სპორ­ტის წამ­ყ­ვან საკ­ლუ­ბო სა­ხე­ო­ბებ­ში თი­თო ისე­თი გუნ­დი შევ­კ­რი­ბოთ, რო­მე­ლიც თუნ­დაც რან­გით ყვე­ლა­ზე და­ბალ ევ­რო­ტურ­ნირ­ზე ჯგუფ­ში ითა­მა­შებს. ეს ქარ­თულ სპორტს ერ­თიორად გა­მო­ა­ცოცხ­ლებს.

Sportall.Ge

გუნდი
1 ტე­ლე­კო­მი 6 4 2 10
2 ჰა­პო­ე­ლი 6 4 2 10
3 ან­ტ­ვერ­პე­ნი 6 4 2 10
4 არ­მია 6 0 6 6

ან­ტ­ვერ­პე­ნი-ჰაპო­ე­ლი 93:74

* - მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე "ან­ტ­ვერ­პე­ნი" იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­ვი­დო­და, თუ "ჰაპო­ელს" 26 და მე­ტი ქუ­ლის სხვა­ო­ბით მო­უ­გებ­და.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ანტვერპენი-არმია 87:54 - დაგ­ვ­რ­ჩა "ბო­ნი"
არმია-ჰოლონი 72:79 - ჰაპოელმა ევროპიდან ჩამოგვხსნა
ტელეკომი-არმია 75:71 - გავდივართ მომსახურების ზონიდან
არმია-ანტვერპენი 71:80 - ვერ შევწვდით; არადა, გიგანტები არც ბელგიელები იყვნენ

ჰაპოელ ჰოლონი-არმია 84:69 - ევროპა საქართველოსთვის ცუდად დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 1 /
უთავმოყვარეო ხალხი... ტუღუში ხომ საერთოდ უნამუსო ყოფილა...იქ 6 წაგება საქართველოს სახელით, აქ 2 წაგება და კიდევ ინტერვიუს იძლევა კმაყოფილი უაზრო სახით...
თემური
11:42 12-12-2012
0

სიახლეები პოპულარული