ლევან ყიფიანი: ბესიკ ლიპარტელიანი ცდილობს შეცდომები სხვას გადააბრალოს

AutoSharing Option
იყო დრო, კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები სპორტის სამინისტროს დარბაზში იმართებოდა. 13 სექტემბერს კი პრესკონფერენცია კალათბურთის ფედერაციაში, პრეზიდენტის, ბესიკ ლიპარტელიანის კაბინეტში შედგა.

ამას ობიექტური და არცთუ სასიამოვნო მიზეზი აქვს - ფედერაციასა და სპორტის სამინისტროს შორის შავმა კატამ გაირბინა.

აქამდე დაპირისპირების დეტალების სააშკარაოზე გამოტანას ერიდებოდნენ, ახლა კი ბევრი რამ გაცხადდა და ბრალდებებიც მოვისმინეთ.

კალათბურთის ფედერაციაში ჩატარებულ ლიპარტელიანის პრესკონფერეციას (იხილეთ ვრცლად) სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანის ბრიფინგი მოჰყვა.

მან ვრცლად ილაპარაკა კალათბურთის ფედერაციასთან ურთიერთობაზე და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. მოვუსმინოთ სპორტის მინისტრს:

- ამ
შეხვედრის მიზეზი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ გაცხადებული "სიახლეებია". ეს არის ტყუილების კასკადი და ტალახი სამინისტროს მიმართულებით.

მთავრობაში მოსვლისთანავე განვაცხადეთ, რომ ამა თუ იმ ფედერაციის საქმეში ჩაურევლობის პრინციპი იყო ამომავალი წერტილი და ახლაც ასეა. ამ მიმართულებით ვმუშაობთ ყველა ფედერაციასთან.

რაც შეეხება კალათბურთის ფედერაციასთან ურთიერთობას, მედიის საშუალებით გავიგე, თურმე ყველაფერი კარგადაა და ამ ორგანიზაციას შეფერხება არ ჰქონია და ამის შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ თურმე ვლობირებ კონკრეტულ პიროვნებებს და ა.შ.

რომელია სიმართლე, ეს თავად განსაჯეთ, თუმცა მინდა გითხრათ, ეს არის აბსურდული ბრალდებები გაჟღერებული იმ ადამიანის მიერ, რომელიც ცდილობს თავისი შეცდომები სხვას გადააბრალოს.

მზად ვარ გაგცეთ პასუხი ყველა კითხვაზე. მათ შორის იმაზეც, თითქოს მე ჰაერში ვცვლი მწვრთნელებს. თუ ლევან ყიფიანს, ან რომელიმე ჩვენს თანამშრომელს აქვს იმის ბერკეტი, რომ მართლაც ასე ცვლიდეს მწვრთნელებს ან ხელმძღვანელებს, ალბათ, ჩვენ ვართ წარმოუდგენელი მონსტრები, ან ყოვლისშემძლეები.

რა თქმა უნდა, ესეც ტყუილია და სარკაზმით იმიტომ ვლაპარაკობ, ეს განცხადებები უბრალოდ არაარგუმენტირებულია და მოვითხოვ: ყველა ბრალდებაზე წარმოადგინონ პირდაპირი დასაბუთება. ეს ჩემი პირადი ინტერესია და ბოლომდე მივყვები, რათა გავარკვიო, თუ სად, ვისთან ვილაპარაკე, ვინ მოვხსენი, ვინ არის ჩემი კლასელი, ჩემი ნათესავი რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. ეს ყველაფერი უნდა იყოს ნათელი.

რაც შეეხება ურთიერთობას, ბესიკ ლიპარტელიანთან უფრო დიდი ხნის ნაცნობობა მაქვს, ვიდრე მის მიერ დასახელებულ პიროვნებებთან. მოსვლის დღიდან ვცდილობ, ყველა ფედერაციასთან დავამყარო კარგი ურთიერთობა და დაცული იქნას სამართლიანობის პრინციპი. ასეთი პოლიტიკა კვლავაც გაგრძელდება და ვერავინ შეძლებს ტყუილებით ხელის შეშლას.

კალათბურთელებს ჩემი მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდათ. მათ შევხვდი კიდეც, უბრალოდ, მას მერე შეკრებაზე გაემგზავრნენ და ამიტომაც ვერ მოხერხდა გუნდთან შეხვედრა. კარგი დამოკიდებულება მაქვს კალათბურთელებთან და არ მინდა ეს თემა მათზე გადავიდეს.

ის, რომ სლოვენიაში არ ვაპირებდით წასვლას, ესეც ტყუილია, რადგან ნაკრების მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ჩვენი დელეგაცია აუცილებლად გაემგზავრებოდა სლოვენიაში. მე წავიდოდი, თუ არა, ეს არ მქონდა გადაწყვეტილი, რადგან მხოლოდ კალათბურთი არ შედის ჩვენი საქმიანობის არეალში.

როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა თქვა, სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა მას მისსავე კაბინეტში უთხრა, რომ პოსტიდან უნდა წასულიყო. მინისტრის კომენტარი ასეთია:

- ეს არის ტყუილი. კალათბურთის ფედერაციაში არ ვყოფილვარ. ვერც ერთ დღეს, ვერც ერთ ადგილს, ვერც ერთ გამოცემას ვერ დამისახელებთ, რომელშიც რომელიმე კანდიდატს ვლობირებ. არც მიხეილ ახვლედიანზეა ლაპარაკი და არც ბესიკ ლიპარტელიანზე.

ვეცადეთ დაგვესვა ორი დაპირისპირებული მხარე, ემსჯელათ და საერთო ენა გამოენახათ. ორივემ წარმოადგინა ადვოკატი, რომლებმაც ჩვენს იურისტებთან ერთად განიხილეს ყველა დეტალი, რაც მნიშვნელოვანი იყო არჩევნების ჩატარებისთვის.

მინისტრი საბონისთან შეხვედრასა და იქ მოყვანილ პროგრამასაც შეეხო:

- ეს იყო ზოგადი ჩარჩო პროექტისა, რომელიც წარმოადგინა ბატონმა არვიდას საბონისმა. ლიტველ სტუმართან ერთად შევთანხმდით, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავებულიყო. მაგრამ ამ პროგრამას სრულყოფილი სახე უნდა მისცეს კალათბურთის ფედერაციამ და არა სპორტის სამინისტრომ.

ჩვენ ყოველთვის ვიყავით მხარდამჭერნი იმ პროექტებისა, რომლებსაც წარმოადგენენ კონკრეტული ფედერაციები. ამის მაგალითია თუნდაც ის დაფინანსება, რომელსაც ვაძლევთ კალათბურთის ფედერაციას. რაზეც ბესიკ ლიპარტელიანმა თქვა კიდეც - არც ერთ შეკრებაზე, თუ სხვა საქმეზე, ფინანსური პრობლემა არ შეგვქმნიაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბზარი კალათბურთის ფედერაციაში - ამის დროა წინასაევრობასკეტოდ?!
"ვეტერანთა კავშირი" "კალათბურთელთა კავშირს" სიცრუეში ადანაშაულებს
"კალათბურთელთა კავშირი": ჩვენი ამოცანა ქართული კალათბურთის ღრმა კრიზისიდან გამოყვანაა!
დაპირისპირება ქართულ კალათბურთში - ბესიკ ლიპარტელიანს შეუტიეს
მკითხველის კომენტარები / 11 /
mindia შენ რაც ამ კაცის მისამართით იკადრე ის შენსკენ მოიკითხე ეტყობა ბლომად არიან შენს გვერდით ნაცების შნირები რა ხახალეიშვილი რის ხახალეიშვი ლი ან რაში მჭირდება მისი დახასიათება საერთოდ ან ვინ შეგეკითხა საერთოდ წესიერი ხალხის ლანძღვას თავი დაანებე ინტერნეტიდან და თუ რამის ერთი ადგილი გაქ აგერ ნომერსაც გიტოვებ 595724847. ლორთქიფანიძე თვითონ გაგცემს პასუხს თუ გამოჩდები.
qutaiseli
16 სექტემბერი 2013 13:11
0
დათო ხახალეიშვილზე თუ ამბობ ის კარგი კაცია და მაგრად ვიცნობ.
mindia
15 სექტემბერი 2013 17:25
0
კუთაისელო ნაცების ...,ვინ იკო დირეკტორი კუმარჩიკი ლორთკიფანიზე? მერე რომ გვკავდა პრიზიორები ეხლა ისიც არ გველოლება ნაგავ ვოვა ახალკაცის ხელში.და შენ იცი კიფიანი და ნაციონალი კორუპირებული ვოვა ახალკაცი რომ დაზმაკაცდნენ,ნეტა რატო?საერთოდ უპრო კარგი უნდა მოვიდეს კველა სპეროში ეს არის სამართალი და არა ის რომ სპორთი არ აინტერესებდეს.ლადო ხომ იყო ნაგავი მაგრამ ყიფიანი ვარესი ნაგავია.
mindia
15 სექტემბერი 2013 17:22
0
mindia შენ ხარ ჩახედული და მე არა შენ რომელი ქალაქის კრივის წარმომადგენელი ხარ მე ქუთაისის ყველა კრივის ფუნქციონერს ვიცნობ ვისაც რამე გაუკეთებია კრივისთვის კიდე გიმეორებ კრივი არ არის ქართული ტრადიციული სპორტის სახეობა არცერთი ოლიმპიური ჩემპიონი არ გვყოლია გვყავდა ორი მსოფლიოს ჩემპიონი და მორჩა პრიზიორები იყვნენ ჩემპიონი იყო მხოლოდ ორი ჩემი ბიძა იყო ქუთაისის ოლიმპიური სკოლის დირექტორი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და შენ მასწავლი კრივში რახდებოდა მე.ყიფიანმა რომელი სპორტი დაღუპა ერთი ჩამომითვალე მანამდე რომელ სპორტში ვბდღნიდით ყველაფერს თურმე ამის ბრალი ყოფილა კალათბურთელი ფარში რო ვერ აგდებს ბურთს და ფეხბურთელი ბურთს ვერ აჩერებს ვარძელაშვილი ხო იყო მაგარი ხო ააყვავა ქართული სპორტი ისე მაგას დაუმშვენდა ცხვირი.ყიფიანი კიარა მთელი სისტემაა გამომპალი თავიდან ბოლომდე ყველა ფედერაცია რაგბის გარდა თავიდანაა ასაწყობ დასალაგებელი.ეს არის სიმართლე.რაც ნაცებმა ექსპერიმენტები ატარენ ქართულ სპორტზე ამ 9 წლის განმავლობაში კიდო მიკვირს ვარესი მდგომარეობა რო არარის.
qutaiseli
15 სექტემბერი 2013 08:30
0
თავგასიებულო ../.ო, ...., კვერცხი ხარ ვიღაცა... თუ ტრაკი გაქვს ქეცბაია მოგვაშორე! ეს სიკეთე მაინც ქენი.
murtalo
15 სექტემბერი 2013 03:47
0
მოსწავლეთა სასახლესაც რომ ამის სამინისტრო ხელმძღვანელობს და იქ რა ბარდაგიც არის ,რბილად რომ ვთქვათ სირცხვილია.ეს აზმაიფარაშვილი ურცხვად აცხადებს სკოლისგარეშე დაწესებულება,ანუ სასახლე ფასიანი უნდა იყოს და ევროპაში ასეაო.თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები რომ თანამდებობებს მოაჯექით და ფულის მეტს ვერაფერს ხედავთ,ხალხს არა აქვს ისეთი შემოსავალები როგორც ევროპაშია სპორტის სამინისტრო ბავშვთა დაწესებულებაში სპორტს ფასიანს ხდის და მერე ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით გველაპარაკებიან . ეს ყიფიანი და მისი მოადგილე
qeti
15 სექტემბერი 2013 01:35
0
მაგარი მატყუარა კაცი ხარ. თუ გგონია რომ ვინმე ტყუვდება????დათოს შვილი არა ხარ.სულ სხვა ვიღაცა ხარ.
lelo
14 სექტემბერი 2013 23:21
0
დიდი შეცდომაა შენი სპორტის მინისტრობა.არაფერი არ გაგიკთებია, ხან ვის ეცი და ხან ვის? ყველა ფედერაციის პრეზიდენტი შენი კაცი უნდა იყოს, მაგარი ცუდი კაცი ხარ, ეხლა ბესოს მიადექი. მოვა მალე სჰენი წასვლის დროც და თან გაიყოლებ შენ ძმა მეგობარ ზონდერებს.
duda
14 სექტემბერი 2013 23:15
0
კიფიანი ზმაკაცია წიკლაურების,კრივში არხარ გარკვეული როგორც ჩანს.კიფიანიც წიკლაურების დონეა და მალე მოაშორებენ მაგათ.ყიფიანმა ყველა სპორტი სახეობა დაგუპა
mindia
14 სექტემბერი 2013 23:05
0
კრივში არც მანამდე ბრდღვნიდენ ყველაფერს კრივი ჩვენუი სპორტი არასდროს ყოფილა . ისე ის წიკლაური თუ ზონდერი და უბედურია საიდან ამასთან.
qutaiseli
14 სექტემბერი 2013 21:11
0

სიახლეები პოპულარული