მსაჯთა კორპუსის წინასასეზონო შეკრება და სემინარი

AutoSharing Option
24 სექტემბერს სასტუმრო "რედისონში" მსაჯთა კორპუსის წინასასეზონო შეკრება გაიმართა.

საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირის ხელმძღვანელობა სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების მომსახურე არბიტრებს, კომისრებს და მსაჯ-მდივნებს შეხვდა, რის დროსაც, სხვადასხვა საჭირბოროტო თემის განხილვასთან ერთად, მსაჯებს სემინარი ჩაუტარდათ.

შეხვედრა მსაჯთა კავშირის პრეზიდენტმა როლანდ ხომერიკმა გახსნა, რის შემდეგაც მსაჯთა ინსტრუქტორმა, ფიბა-ს არბიტრმა მაკა კუპატაძემ სემინარი ჩაატარა. სპეციალურად დამონტაჟებული ვიდეორგოლების მეშვეობით მსაჯებმა მრავალი საკამათო მომენტი ნახეს და საჯაროდ გაარჩიეს.

მაკა კუპატაძის შემდეგ მსაჯებს, მდივნებს და კომისრებს სემინარი ჩაუტარა კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ფიბა-ს კომისარმა მერაბ რატიშვილმა,
რომელმაც იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებზეც მატჩის მომსახურე პერსონალს მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა მართებს.

25 სექტემბერს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების არბიტრები სპეციალურ გამოცდებს ჩააბარებენ.

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული