ქართველები და ევროკალათბურთი

AutoSharing Option
1965 წელს ევროპის ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა ორმა ქალაქმა (მანამდე ყვლა მატჩი მასპინძელი ქვეყნის ერთ ქალაქში იმართებოდა) - მოსკოვმა და თბილისმა. ევრობასკეტის შეხვედრები ახალაშენებულ სპორტის სასახლეში ჩატარდა.

სწორედ 1965 წელს, 18 წლიანი შესვენების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა ორმა ქართველმა. 1947 წელს სსრ კავშირის ნაკრების ღირსებას ოთარ ქორქია და ნოდარ ჯორჯიკია იცავდნენ, ხოლო 65-ში - ამირან სხიერელი და ზურაბ საკანდელიძე.


***
საბჭოთა ნაკრებში გამთამაშებლის პოზიციაზე საკანდელიძემ გურამ მინაშვილი შეცვალა. ბატონი გურამი იხსენებს, როცა კარიერა დაასრულა, გუნდისთვის სარგებლის მოტანა კიდევ შეეძლო.
მაგრამ
ზოგის აზრით, მან დაინახა, რომ "დინამოსა" და საბჭოთა ნაკრებში ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა და გზა ზურაბ საკანდელიძეს დაუთმო. სწორედ საკო (როგორც მას თანაგუნდელები ეძახდნენ) გახდა ყველაზე ტიტულოვანი ქართველი კალათბურთელი: ყველაზე მეტჯერ, ოხჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი, დაეუფლა ოლიმპიურ ოქროს და გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

სხვათა შორის, ძველი ფოტოების ინტერნეტში ძიებისას 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადის დროს გადაღებული ერთი სურათი აღმოვაჩინე. ფოტოზე კალათბურთელის გვარი არ ეწერა, მაგრამ განა რთული იყო ზურაბ საკანდელიძის ნახტომის ამოცნობა.

- საოცარი სანახავი იყო 190 სმ-ზე დაბალი (186) ზურაბი კალათის მაღლა როგორ ფრინდებოდა. ვხუმრობდით კიდეც: "საკოს კალათბურთის თამაშისთვის არასოდეს სცალია, მუდმივად ჰაერშიაო." თვალწინ მიდგას 1970 წელს ლიუბლიანაში (მსოფლიო ჩემპიონატზე) ნანახი: ერთ-ერთ მატჩში მეტიქემ გადაწყვიტა, სიჩქარეაკრეფილ საკანდელიძეს წინ დადგომოდა. საკო არ მოერიდა - მეტოქეს თავზე გადააფრინდა, ისე თითქოს მის წინ ტანმოვარჯიშეთა ტაიჭი ყოფილიყოს. მსგავსი რამ მანამდე არ მენახა, - იხსენებს საკანდელიძის თანაგუნდელი ალჟან ჟარმუხამედოვი.


***
დღეს, 1965 და 1967 წლების ევროპის ჩემპიონატებზე ვწერთ, რომლებიც საბჭოელებმა ტრიუმფალურად ჩაატარეს. მომდევნო ორ ევრობასკეტზეც იგივე განმეორდა, ზურაბ საკანდელიძემ 1969 და 1971 წლებშიც მოიგო ევროპის პირველობა. მასზე მომდევნო შაბათს ამავე რუბრიკაში კიდევ ვილაპარაკებთ, დღეს კი 1965 წლის ევროპის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ამირან სხიერელზე მოგითხრობთ. რამდენიც უნდა ვეცადოთ, მასზე იმაზე საინტერესოს ვერაფერს ვიტყვით, ვიდრე ეს საბჭოთა ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრე გომელსკიმ თქვა. მოკლედ, გადავშალოთ ერთი ქვეთავი გომელსკის წიგნიდან "ცენტრები"...

"ამირანი ერთ-ერთი ყველაზე გულითადი ადამიანია, რომელსაც საკალათბურთო სამყაროში შევხვედრილვარ. სხიერელის წყნარი ხასიათი ბევრს მისდამი სიმპათიით აღავსებდა. თუმცა, იყო დრო, როცა ამირანს ვერ იცნობდით - იგი ლევან მოსეშვილთან ერთად თბილისის "დინამოს" წვრთნიდა. სწორედ მაშინ გამოჩნდა, რამდენად ტემპერამენტიანი ყოფილა სხიერელი, გაქრა მისი ცივსისხლიანობა და მოთმინება. იგი მწვრთნელის რანგში ყველა მატჩს ფეხზე ატარებდა.

ამირანი მოედანზეც მტკიცედ და დამაჯერებლად იდგა - რათა მეტოქეებისთვის დაენახვებინა, რომ არაფრის დამთმობი იყო. იგი ბევრს მოძრაობდა და თავის ძალას უხეშად არასოდეს იყენებდა. უხეში კალათბურთელი არასოდეს ყოფილა. თუმცა, მასთან შეტაკება არავის სიამოვნებდა: სხიერელი მოედანზე წაქცეული იშვიათად მინახავს, მოწინააღმდეგეებს კი აქეთ-იქით ისროდა. რაც მთავარია, ფართან ახლოს არავის უშვებდა.

ცენტრის კვალობაზე სხიერელი ძალიან შრომისუნარიანი გახლდათ. ამიტომაც მეტად აფასებდნენ თანაგუნდელები. პარტნიორს რა მანძილიდანაც უნდა ესროლა, იცოდა, რომ ფარქვეშ ამირანი იყო და უბრძოლველად ბურთს არავის დაუთმობდა. იგი მართლაც "მეფარე" იყო, ფარიდან ასხლეტილ ბურთს არავის ანებებდა და დამატებაზეც კარგად გამოიყურებოდა. ამირანს სროლის სიზუსტე არ დაეწუნებოდა, მაგრამ სნაიპერობას არასოდეს ესწრაფვოდა, ერჩივნა თანაგუნდელებისთვის სივრცე გამოეთავისუფლებინა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებდა სხიერელის დადებით ადამიანურ თვისებებზე. იგი არავის უშლიდა, სხვებისგან განსხვავებით მოედანზე დიდად არც ჩანდა, მაგრამ საჭირო მომენტში ყოველთვის იქ ჩნდებოდა, სადაც საჭირო იყო.

იგი ხისტად და მჭიდროდ მეურვეობდა არა მხოლოდ თანაამპლუელ ცენტრებს, არამედ "მოედნის მოთამაშეებსაც". ლოგიკური იყო მისი საბჭოთა კავშირის ნაკრებში მიწვევაც - ასეთი კალათბურთელი ნამდვილად გამომადგება-მეთქი. სწორედ მაშინ ვნერგავდით ნაკრებში სწრაფ კალათბურთს, დაცვითი პრესინგით. ასეთი სტილი ძალიან ახლოს იყო ქართველებთან, ამიტომაც ხშირად ხვდებოდნენ ნაკრებში.

ამირან სხიერელს "დინამოდან" ნაკრებში მოსახვედრად დიდი დრო არ დასჭირვებია: 1959 წელს იგი თბილისის "დინამოს" თავკაც გიორგი ავალიშვილთან ძალიან ახალგაზრდა მოხვდა, 1964 წელს კი სსრ კავშირის ნაკრებში ითამაშა.

ამირანი ონის რაიონში ცხოვრობდა, თბილისიდან 200 კილომეტრის მოშორებით. 18 წლისა 203 სმ სიმაღლისა იყო. ადგილობრივმა მწვრთნელებმა ჯაფარიძემ და ბერიშვილმა ამირანს კალათბურთით სერიოზულად დაკავება ურჩიეს და სწორადაც მოიქცნენ. მანამდე იგი გართობის მიზნით თამაშობდა, მაგრამ შრომისმოყვარეობისა და საზრიანობის წყალობით მალე ჩამოყალიბდა მაღალი დონის სპორტსმენად. "დინამოში" იგი თბილად მიიღეს, ახალგაზრდას ყველა ეხმარებოდა.

ავალიშვილმა სხიერელს შვიდდღიანი გამოსაცდელი ვადა მისცა და ამ დროში მას ინდივიდუალურად ავარჯიშებდა. ამირანი "დინამოში" პირველივე დღიდან მონდომებით ვარჯიშობდა და ძალიან სწრაფად პროგრესირებდა. იგი ჯერ მიხეილ კეკელიძის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებში მოხვდა, შემდეგ ჩემთან, სსრკ-ს ნაკრებში. საბჭოთა გუნდში თამაში მას ყველაზე ძალიან სურდა, ამიტომ ამერიკული ტურნეს წინ, შეკრებაზე სხიერელზე უფრო აზარტული და დაუღალავი კალათბურთელი გუნდში არ იყო. მისი ენთუზიაზმი სხვებისთვის მაგალითად მომყავდა. თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი - ამირანი უხეშ საშა კოვალევს შეეჯახა და ტრავმა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟკაცური კალათბურთელი იყო, ტრავმის გამო ცრემლიც წამოუვიდა. ალბათ, ეგონა, რომ ნაკრებში ვეღარ მოხვდებოდა.

ექიმ რომან ზუბოვთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე მკურნალობის შემდეგ ამირანი ამერიკაში წამეყვანა. მისი მონდომება აუცილებლად უნდა დაფასებულიყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ იგი კარგად ითამაშებდა. ასეც მოხდა, მაგრამ სხიერელი ნერვიულობდა, რადგან ბოლო წუთამდე არ სჯეროდა, რომ ტურნეში წავიყვანდით.

- ვინ ვიქნებოდი კალათბურთის გარეშე? - მკითხა ერთხელ ამირანმა, - დავრჩებოდი მთებში, კალათბურთმა კი ქვეყანა, უამრავი შესანიშნავი ადამიანი გამაცნო.

ალბათ, იმიტომაც ცდილობდა ბევრი ეშრომა, რომ ამაგი დაეფასებინა მათთვის, ვინც მას ენდო და კალათბურთელად ჩამოაყალიბა.
იგი განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს მწვრთნელებს და მეგობრებს: კეკელიძეს, ავალიშვილს, ოთარ ქორქიას, მოსეშვილს, ინწკირველს. მათი დახმარებით სხიერელმა ბევრს მიაღწია...."


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"







ევრობასკეტი-1965
მოსკოვი, თბილისი (სსრკ)
I ეტაპი
A ჯგუფი
სსრკ-ისრაელი 88:50
(სტატისტიკა არ მოიპოვება)

სსრკ-იტალია 87:48
(სტატისტიკა არ მოიპოვება)

სსრკ-ჩეხოსლოვაკია 79:74
საკანდელიძე: 0 ქულა.
სხიერელი: 0 ქ.

სსრკ-რუმინეთი 62:60
საკანდელიძე: 2ქ, 5ფ.
სხიერელი: 0ქ.

სსრკ-ფინეთი 89:52
საკანდელიძე: 5ქ, 1ფ.
სხიერელი: 0ქ, 2ფ.

სსრკ-გდრ 65:41
საკანდელიძე: 4ქ, 1ფ.
სხიერელი: 0ქ.

სსრკ-უნგრეთი 76:45
საკანდელიძე: 10ქ.
სხიერელი: 4ქ, 1ფ.

თ მ წ სხ ქ
1. სსრკ 7 7 0 546/370 14
2. იტალია 7 5 2 487/466 12
3. ჩეხოსლოვაკია 7 5 2 522/443 12
4. ისრაელი 7 4 3 393/439 11
5. ფინეთი 7 3 4 394/458 10
6. გდრ 7 2 5 389/454 9
7. რუმინეთი 7 2 5 477/464 9
8. უნგრეთი 7 0 7 364/478 7

1/2 ფინალი
სსრკ-პოლონეთი 75:61
საკანდელიძე: 10ქ, 5ფ.
სხიერელი: 0ქ.

იუგოსლავია-იტალია 83:82

ფინალი
სსრკ-იუგოსლავია 58:49
საკანდელიძე: 0ქ, 1ფ.
სხიერელი: 0ქ.


ევრობასკეტი-1963
ჰელსინკი, ტამპერე (ფინეთი)
I ეტაპი
B ჯგუფი
სსრკ-ისრაელი 93:65
საკანდელიძე: 4ქ, 1ფ.

სსრკ-გდრ 83:67
საკანდელიძე: 11ქ, 4ფ.

სსრკ-უნგრეთი 85:54
საკანდელიძე: 2ქ, 2ფ.

სსრკ-საფრანგეთი 108:52
საკანდელიძე: 8ქ, 4ფ.

სსრკ-საბერძნეთი 82:41
საკანდელიძე: 10ქ, 2ფ.

სსრკ-ბულგარეთი 84:61
საკანდელიძე: 9ქ, 4ფ.

სსრკ-იტალია 105:91
საკანდელიძე: 18ქ, 3ფ.

თ მ წ სხ ქ
1. სსრკ 7 7 0 640/431 14
2. ბულგარეთი 7 4 3 475/473 11
3. იტალია 7 4 3 490/480 11
4. ისრაელი 7 4 3 493/513 11
5. საბერძნეთი 7 3 4 449/509 10
6. საფრანგეთი 7 3 4 422/480 10
7. უნგრეთი 7 2 5 418/464 9
8. გდრ 7 1 6 435/472 8

1/2 ფინალი
სსრკ-პოლონეთი 108:68
საკანდელიძე: 8ქ.

ჩეხოსლოვაკია-ბულგარეთი 82:79

ფინალი
სსრკ-ჩეხოსლოვაკია 89:77
მინაშვილი: 7ქ, 5ფ.
ევრობასკეტი-1965
მოსკოვი, თბილისი (სსრკ)
I ეტაპი
A ჯგუფი
სსრკ-ისრაელი 88:50
(სტატისტიკა არ მოიპოვება)

სსრკ-იტალია 87:48
(სტატისტიკა არ მოიპოვება)

სსრკ-ჩეხოსლოვაკია 79:74
საკანდელიძე: 0 ქულა.
სხიერელი: 0 ქ.

სსრკ-რუმინეთი 62:60
საკანდელიძე: 2ქ, 5ფ.
სხიერელი: 0ქ.

სსრკ-ფინეთი 89:52
საკანდელიძე: 5ქ, 1ფ.
სხიერელი: 0ქ, 2ფ.

სსრკ-გდრ 65:41
საკანდელიძე: 4ქ, 1ფ.
სხიერელი: 0ქ.

სსრკ-უნგრეთი 76:45
საკანდელიძე: 10ქ.
სხიერელი: 4ქ, 1ფ.

თ მ წ სხ ქ
1. სსრკ 7 7 0 546/370 14
2. იტალია 7 5 2 487/466 12
3. ჩეხოსლოვაკია 7 5 2 522/443 12
4. ისრაელი 7 4 3 393/439 11
5. ფინეთი 7 3 4 394/458 10
6. გდრ 7 2 5 389/454 9
7. რუმინეთი 7 2 5 477/464 9
8. უნგრეთი 7 0 7 364/478 7

1/2 ფინალი
სსრკ-პოლონეთი 75:61
საკანდელიძე: 10ქ, 5ფ.
სხიერელი: 0ქ.

იუგოსლავია-იტალია 83:82

ფინალი
სსრკ-იუგოსლავია 58:49
საკანდელიძე: 0ქ, 1ფ.
სხიერელი: 0ქ.


ევრობასკეტი-1963
ჰელსინკი, ტამპერე (ფინეთი)
I ეტაპი
B ჯგუფი
სსრკ-ისრაელი 93:65
საკანდელიძე: 4ქ, 1ფ.

სსრკ-გდრ 83:67
საკანდელიძე: 11ქ, 4ფ.

სსრკ-უნგრეთი 85:54
საკანდელიძე: 2ქ, 2ფ.

სსრკ-საფრანგეთი 108:52
საკანდელიძე: 8ქ, 4ფ.

სსრკ-საბერძნეთი 82:41
საკანდელიძე: 10ქ, 2ფ.

სსრკ-ბულგარეთი 84:61
საკანდელიძე: 9ქ, 4ფ.

სსრკ-იტალია 105:91
საკანდელიძე: 18ქ, 3ფ.

თ მ წ სხ ქ
1. სსრკ 7 7 0 640/431 14
2. ბულგარეთი 7 4 3 475/473 11
3. იტალია 7 4 3 490/480 11
4. ისრაელი 7 4 3 493/513 11
5. საბერძნეთი 7 3 4 449/509 10
6. საფრანგეთი 7 3 4 422/480 10
7. უნგრეთი 7 2 5 418/464 9
8. გდრ 7 1 6 435/472 8

1/2 ფინალი
სსრკ-პოლონეთი 108:68
საკანდელიძე: 8ქ.

ჩეხოსლოვაკია-ბულგარეთი 82:79

ფინალი
სსრკ-ჩეხოსლოვაკია 89:77
მინაშვილი: 7ქ, 5ფ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული