"მას შემდეგ, რაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრებმა, ფედერაციის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიიღეს, საკალათბურთო კლუბი "დინამო", 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს".
ცხადია, ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩნდება შეკითხვები. სწორედ ამიტომ, გავესაუბრეთ "დინამოს" პრეზიდენტ ვახტანგ ნაცვლიშვილს, რომელმაც განგვიმარტა, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი 15 ნოემბრის კალათბურთის ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებამ განაპირობა:
"გამგეობის თითოეულ წევრს არჩევნებში ხმის უფლება მიენიჭათ. ეს მაშინ, როცა ქართული კალათბურთის ფლაგმან "დინამოს" ერთი ხმა არგუნეს. ამ მოქმედებით გამგეობის წევრებმა
ვფიქრობ, 15 ნოემბრის გადაწყვეტილება უსამართლოა და, ამავე დროს, გუნდის შეურაცხმყოფელია. სწორედ ამიტომ, მართებულად მიგვაჩნია არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა".
გემახსოვრებათ, რომ ორიოდე კვირის უკან კლუბების შეკრებაზე ბოიკოტზეც ჩამოვარდა სიტყვა. დავინტერესდით, ამ კუთხით პროტესტის გამოხატვაზე "დინამოს" ხელმძღვანელობა რა აზრისაა.
"ჩვენ ვემიჯნებით ინიციატივას ბოიკოტის შესახებ, რადგან მიგვაჩნია, რომ სპორტული ცხოვრება სხვა რამაა და საარჩევნო პროცესი - სხვა".
ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა: საარჩევნო ყრილობა ერთი დელეგატის გარეშეც ჩატარდება, თუნდაც ეს "დინამო" იყოს. ასეთ შემთხვევაში რას მოიმოქმედებს კლუბის ხელმძღვანელობა?
"არსებობს სამართლიანობა და მორალური მხარე. თუ სამართლიანობა ვერ გაწვდა და არჩევნები სწორად არ ჩატარდა, ჩვენ, "დინამოს" მესვეურები, მორალურად მართლები უნდა ვიყოთ, რომ ასეთ "ვაკხანალიაში" მონაწილეობა არ მივიღეთ.
რამდენიმე წლის შემდეგ დღევანდელ სიტუაციას სათანადო შეფასება მიეცემა და "დინამო" თავის მომავალთანაც მართალი უნდა იყოს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"