"დინამოში" შემადგენლობის დაკომპლექტება ჯერ არ დასრულებულა. ველით ლეგიონერებსა და მაღალი კლასის ქართველებს. როგორც კლუბის პრზიდენტმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა გვითხრა, არის ალბათობა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდს გამოცდილი ქართველები მანუჩარ მარკოიშვილი და ნიკოლოზ ცქიტიშვილი დაეხმარონ.
"ცქიტიშვილსა და მარკოიშვილს ოფიციალური წინადადებით უკვე მივმართეთ. დიდი სურვილი გვაქვს, ისინი "ხუვენტუდთან" მატჩებში ჩვენს შემადგენლობაში ვიხილოთ. ევროპაში მიღებული პრაქტიკაა - გამოცდილი კალათბურთელები ამა
ნიკა ცქიტიშვილი კარიერის გაგრძელებას ისევ აზიაში აპირებს, სადაც ჩემპიონატები შუა შემოდგომით იწყება და მისთვისაც სასარგებლო იქნება მანამდე "დინამოსთან" ვარჯიში და თამაში. მანუჩარ მარკოიშვილს გასული სეზონი ტრავმის გამო გაუცდა და სათამაშო პრაქტიკა მისთვისაც კარგი იქნება. თუმცა იტალიური გამოცემები აქტიურად წერენ მისი იტალიაში შესაძლო დაბრუნებაზე.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მანამდე კი მოგახსენებთ, რომ "დინამო" 10-12 სექტემბერს ტრაბზონში სამგუნდიან ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, მასპინძელ "ტრაბზონსპორთან" და "ართვინთან" ერთად.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"