გაბრიჩიძეს კალათბურთის ფედერაციის ყრილობის 29 დელეგატმა მისცა ხმა. სულ არჩევნებში 40 დელეგატიდან 32 მონაწილეობდა.
გაბრიჩიძე აღნიშნულ თანამდებობაზე ბესიკ ლიპარტელიანს შეცვლის. მიხეილ გაბრიჩიძე კალათბურთის ფედერაციას 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
ამასთან, დღეს, პროტესტის ნიშნად, კანდიდატურა მოხსნა მიხეილ ახვლედიანმა, ხოლო კახა შენგელიამ და ვლადიმერ ბოისამ - გაბრიჩიძის სასარგებლოდ.
წყარო: interpressnews.ge