B ჯგუფში 6 გუნდი იბრძვის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. ესენი არიან: თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ), მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ტრადიციულად - მგუ), ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ხპი), კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (კპი), როსტოვის სამხრეთ ფედერაციის უნივერსიტეტი (რსფუ) და როსტოვის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი (რსეუ).
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სასტარტო მატჩში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შეხვდნენ და დაძაბული პაექრობა 75:83 დათმეს.
განმეორებით შეხვედრაში ნიკოლოზ დერიუგინის შეგირდები სარევანშოდ იყვნენ განწყობილნი, მაგრამ...
ორთაბრძოლას ამჯერად
მოსკოველთა პირველი იერიში სტრეკინმა დააგვირგვინა. მალევე მარკინმა ოთხამდე გაზარდა ანგარიში. მერე კურიშკინის ტყორცნა აღმოჩნდა ზუსტი - 6:0.
მართალია, ამის შემდეგ ქართველი კალათბურთელებიც გამოცოცხლდნენ, მაგრამ პირველ ათწუთიან მონაკვეთში სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ლომონოსოველებს, რომლებსაც 35 ქულის მოგროვების საშუალება მისცეს, თავად კი მხოლოდ 12 ქულას მოუყარეს თავი. მეორე მეოთხედიც მასპინძლებისა იყო.
შესვენების შემდეგ სტუმრებმა ხელთ იგდეს ინიციატივა და ორივე მეოთხედი მოიგეს, თუმცა პირველი ტაიმის დანაკლისი ვერ აინაზღაურეს და 87:103 დამარცხდნენ. თბილისელთაგან 27-27 ქულით საუკეთესოები იყვნენ ლომინაშვილი და ახვლედიანი, ხოლო მოსკოველთაგან დოროდნოვი (20) და მარკინი (19) გამოირჩნენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი 17 დეკემბერს როსტოვში სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის კალათბურთელებს დაუპირისპირდება. თბილისში მათი პირველი წრის მატჩი სტუ-მ 99:81 მოიგო. 18 დეკემბერს კი დერიუგინის შეგირდები როსტოვშივე სამხრეთ ფედერაციის უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდებიან. მასპინძლები რევანშის აღებას შეეცდებიან, რადგან საქართველოს დედაქალაქში პირველი წრის ორთაბრძოლა 71:90 დათმეს.
მგუ-სტუ 103:87
(35:12, 26:20, 19:25, 23:36)
მგუ: რომან სტრეკინი (11), დენის ვოლკონსკი (15), ალექსეი დოროდნოვი (20), ივან მასლენიკოვი (8), ალექსეი დემენტიევი (3), ედუარდ მელიქიანი (4), პაველ ნოვიკოვი (4), იგორ იარემენკო, პაველ კურიშკინი (6), დმიტრი დობრინინი (2), ფიოდორ მარკინი (19), არტიომ ვასილენკო (6).
სტუ: ბექა ღუდუშაური, დავით გურაბანიძე, ავთანდილ ლომინაშვილი (27), ლევან გრძელიძე, ბექა ჯიქია (8), გიორგი ცირეკიძე, რიჩარდ მათიაშვილი (8), რევაზ დიდია , ლევან იოსებაშვილი, ბაქარ გაბისიანი (2), ირაკლი ახვლედიანი (27)7 საბა ლობჟანიძე (15).
სატურნირო მდგომარეობა 17 დეკემბრისთვის:
ა გ თ მ წ ბ % ქ
1. მგუ 10 8 2 821-749 80 18
2. ხკი 7 6 1 538-425 86 13
3. სტუ 7 4 3 559-540 57 11
4. კპი 8 3 5 530-531 38 11
5. რსფუ 7 2 5 541-606 29 9
6. რსეუ 7 0 7 484-622 0 7
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"