გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კითხვა-პასუხს ინტერნეტკონფერენციიდან.
მკითხველი:
- გაქვთ თუ არა ამბიცია ფედერაციის პრეზიდენტობაზე?
- როგორ გითხრათ... ისე მიდის ყველაფერი, რომ ვალდებული ვარ, მქონდეს.
მკითხველი:
- ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენი განცხადება ემსახურება მხოლოდ პირად ინტერესებს და გიფიქრიათ თუ არა, რომ ასეთი ფორმით, ასეთ სერიოზულ თემაზე ზერელე განცხადების გაკეთება საქ
- არანაირ დესტაბილიზაციას არ გამოიწვევს და სიტყვებს ჰაერზე არასდროს ვისვრი. ყველაფერი, რაზეც კი ვისაუბრე, დოკუმენტალურად დადასტურებულია და უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება კიდეც.
ვთხოვე ფედერაციის წარმომადგენლებს, თავად გაესაჯაროებინათ ეს კონტრაქტი, რაზეც უარი მივიღე. მივწერე, რომ სადაზღვევო ფურცელი მაჩვენონ და დღეს ვადის ბოლო დღეა, როგორც ჩანს, არ აპირებენ მოცემას, რაც უარესია მათთვის.
სანამ აქამდე მოვიდოდით, ყველანაირად ვცადე მათთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება, მაგრამ ამ წლების მანძილზე მათი მხრიდან მხოლოდ იგნორი და ერთპიროვნული მმართველობა იყო.
რაც შეეხება თორნიკეს, ის ამ საქმიდან აბსოლუტურად შორსაა. მისი სახელი ერთხელაც არ მიხსენებია არჩევნების დროს და მით უმეტეს, დღეს, ასეთ საქმეში. ვთხოვე მას, არ ჩარეულიყო ამ საკითხში და არ ჩაერევა. მისი საქმე კალათბურთის თამაშია, დანარჩენს მივხედავთ.
მკითხველი:
- აპირებთ თუ არა კალათბურთის ფედერაციასთან საერთო ენის გამონახვას მომავალში?
- არა. ამ ლაპარაკის მერე მათთან რომ ავიდე, სასაუბროდ დავჯდე, ათას სისულელეს დამაბრალებენ კიდევ, დარწმუნებული ვარ და რაზე ვისაუბრო? ან ვთქვათ, ვისაუბრეთ, რა მერე? გამოვალ ხვალ და ვიტყვი, რომ კარგი კონტრაქტია ეს? არა, გამორიცხულია, ის ყველანაირად ცუდია.
სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა შეგიძლიათ აქ - კახა შენგელიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა